ორაზბახტინი:„„რეალის“ წინააღმდეგ გარკვეული ხრიკები გვექნება“
„კაირათის“ თავკაცმა, რაფაელ ორაზბახტინმა „რეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ჩვენი მეტოქე მსოფლიოს ისტორიული კლუბია. რა თქმა უნდა, ძალიან რთულ დაპირისპირებას ველოდები, ვიცი რა კალიბრის გუნდთან გვაქვს საქმე, მაგრამ ჩვენ საშინაო კედლებში ვთამაშობთ და ვალდებულები ვართ, ბოლომდე ვიბრძოლოთ.“
„რა თქმა უნდა, ვუყურეთ მადრიდულ დერბის და შესაბამისი დასკვნები გამოვიტანეთ, მაგრამ ჩვენ არ ვართ „ატლეტიკო“ და რა თქმა უნდა, „კაირათისთვის“ უფრო რთული იქნება ამოცანის შესრულება. დაახლოებით 5 დაპირისპირება ვნახეთ და ტაქტიკურად განვსაჯეთ. ვიცით, რომ „რეალს“ საოცარი დინამიკა აქვს, ძალიან სწრაფად უტევს და საოცარი ინდივიდუალისტების ხარჯზე ულამაზესი გოლების გატანას ახერხებს.“
„რომელ ფეხბურთელებს ავირჩევდი დიდი ისტორიიდან? რაულ გონსალესს და ზინედინ ზიდანს, ორივეს საკუთარი ელფერი ჰქონდა.“
„არსებობს გარკვეული ხრიკები, რომლის გამოყენებასაც ვაპირებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში „რეალის“ გაჩერება მარტივი არასდროსაა.“
„ჩაბი ალონსო თანამედროვე მწვრთნელია, მას ძალიან ვაფასებ და დარწმუნებული ვარ, წარმატებული მადრიდული კარიერა ექნება. ახლა მას დიდი კრიტიკა დაატყდა თავს, მაგრამ ეს ჩემი გუნდისთვის არაფერს ცვლის.“
„დარწმუნებული ვარ, „რეალი“ ცუდ ხასიათზეა და ეცდება განწყობა ჩვენთან მატჩში გაიუმჯობესოს და მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწეროს აქტივში.“
„მრავალსაათიანი ფრენა? არ ვფიქრობ, რომ ესეც დაბრკოლება იქნება, ვინაიდან „მერენგებს“ დასვენების შესაბამისი დროც აქვთ.“
„მბაპე? ვინისიუსი? ერთმანეთზე სწრაფები არიან, მათი შეჩერების სწავლა შეუძლებელია. ვფიქრობ, ჩვენი წარმატების საწინდარი დისციპლინირებული თამაში შეიძლება იყოს.“
- 29 სექტემბერი 2025
- 443
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



