ასენსიო თუ ფედე? ალონსომ არჩევანი უნდა გააკეთოს
წინ მნიშვნელოვანი მატჩებია, მადრიდის „რეალს“ კი მარჯვენა მცველი არ ჰყავს.
ჩაბი ალონსომ არჩევანი რაულ ასენსიოსა და ფედერიკო ვალვერდეს შორის უნდა გააკეთოს.
ჩემპიონთა ლიგაზე გუნდს იოლი მეტოქე ჰყავს „კაირათის“ სახით, მაგრამ ამის შემდეგ „რეალი“ უპირისპირდება „ვილიარეალს“, „ხეტაფეს“, ტურინის „იუვენტუსს“ და „ბარსელონას“. სადაც მარჯვენა მცველის ყოლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
რაულ ასენსიოს ფლანგზე არაერთხელ უთამაშია, ფედერიკო ვალვერდემ კი შარშანდელ სეზონში დაამტკიცა, რომ ამ პოზიციაზეც შეუძლია მოწოდების სიმაღლეზე დგომა.
„მარკა“ იუწყება, რომ სამეფო კლუბში 3 მცველიან ტაქტიკაზეც ფიქრობენ, სადაც ტიპიური მარჯვენა მცველი ამ შემთხვევაში საჭირო არ იქნება. ცენტრს ჰაუსენი, მილიტაო და ასენსიო დაიკავებენ, ფლანგებზე კი კარერასი და ვალვერდე იქნებიან, რომლებიც მთელ ფლანგს გააკონტროლებენ.
- 29 სექტემბერი 2025
- 868
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




