ვალდანო:„ყველაფერი სტაბილიზაციისკენ მიდიოდა, მაგრამ ხარვეზები აშკარაა“
ხორხე ვალდანომ მადრიდის „რეალში“ არსებული სიტუაცია შეაფასა.
„„რეალმა“ მოიგო ყველა მატჩი, ყველა აქებდა ალონსოს და ფეხბურთელები მშვიდად მუშაობდნენ.“
„„ატლეტიკოსთან“ გამანადგურებელმა მარცხმა კი წარმოაჩინა ხარვეზები, რომელიც გუნდში არსებობს, თუმცა ეს არ არის პანიკის საფუძველი.“
„ალონსომ აღებული გეზი არ უნდა შეცვალოს. ყველაფერი ისე უნდა წარიმართოს, როგორც ესპანელ სპეციალისტს სურს.“
„ლა ლიგაში „ბარსელონასთან“ სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა. გასაგებია, რომ ფლიკის გუნდი განსაკუთრებულად სტაბილურია, თუმცა ქულებს დაკარგავს, ეს შანსი კი სამეფო კლუბმა უნდა გამოიყენოს.“
- 29 სექტემბერი 2025
- 626
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



