„რეალმა“ ლა ლიგის ლიდერის სტატუსი დაკარგა
მადრიდის „რეალმა“ „ატლეტიკოსთან“ წააგო, კატალონიის „ბარსელონამ“ კი „სოსიედადი“ დაამარცხა და მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.
მე-7 ტურში ჰანსი ფლიკის გუნდმა „რეალთან“ არსებული 2 ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და 1 ქულით წინ გაიჭრა.
„„რეალმა“ ლიდერობა დაკარგა და 18 ქულით მეორე პოზიციაზე ჩამოქვეითდა, ამ ეტაპზე პირველადგილოსანი „ბარსელონა“ გახდა 19 ქულით.
სანაკრებო შესვენებამდე „რეალს“ „ვილიარეალთან„ მოუწევს ურთიერთობის გარკვევა, „ბარსელონას“ მეტოქე კი „სევილია“ იქნება.
- 29 სექტემბერი 2025
- 484
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




