„ბაიერნი“ როდრიგოს კვლავ მიუბრუნდება
აგვისტოს ბოლოს მიუნხენის „ბაიერნსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის როდრიგო გოეშის ტრანსფერზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ სამეფო კლუბმა საბოლოო ჯამში ბრაზილიელი ფეხბურთელის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
გოეში დარჩა, მაგრამ მისი სათამაშო დრო მინიმალურია. ჯერ-ჯერობით კვლავ სეზონის სტარტია, თუმცა გუნდმა უკვე მოასწრო და ლა ლიგაში 7 ტური ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 1.
ზემოაღნიშნულის ფონზე, როდრიგოს სათამაშო დრო მინიმალურია, ეს კი კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ალონსო მასზე გათვლას არ აკეთებს.
გერმანული გამოცემების ცნობით, მიუნხენის „ბაიერნი“ ახალგაზრდა შემტევის საკითხს კვლავ მიუბრუნდება და არის გამორიცხული, ეს იანვრის თვეშიც მოხდეს.
„რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელობას მოსწონს როდრიგო და მიიჩნევს, რომ ის ბუნდესლიგაში გაიბრწყინებს. „ბაიერნი“ სამხრეთ-ამერიკელ შემტევს მუდმივ სათამაშო დროს პირდება.
- 29 სექტემბერი 2025
- 245
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




