11 საათიანი ფრენა ყაზახეთისკენ - „რეალმა“ მადრიდი დატოვა
დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ მადრიდის „რეალმა“ პირდაპირ აეროპორტისკენ აიღო გეზი და ყაზახეთში გაემგზავრა.
გუნდს 11 საათიანი ფრენა მოუწევს, რის შემდეგაც ფეხბურთელები სასტუმროში გადაინაცვლებენ და დაისვენებენ.
ჩაბი ალონსო შემაჯამებელ ვარჯიშს ხვალ, დღის მეორე ნახევარში გამართავს, სამშაბათს 20:45 საათზე კი ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა ჩატარდება.
ყაზახეთში დაგეგმილია ორივე კლუბის ოფიციალური დელეგაციების შეხვედრა.
- 28 სექტემბერი 2025
- 689
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



