დანი კარვახალი:„ჩვენ „რეალი“ ვართ და წინ ვიყურებით“

დანიელ კარვახალმა მადრიდული დერბის წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„როდესაც ასეთ თამაშს აგებ, ძალიან განიცდი, მაგრამ როდესაც ამხელა ანგარიშით აგებ, ეს დამატებითი ტკივილია. ჩვენ ერთ ბურთიანი სხვაობით ვაგებდით, შემდეგ კი წინ გავედით, ამ ყველაფრის ფონზე კიდევ 4 გოლის გაშვება საშინელება იყო.“

„ბევრი უნდა ვიმუშავოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი არაფერი მოხდეს.“

„ხანდახან ასეთი წაგებები საჭიროც არის იმისთვის, რომ გონს მოეგო და ბევრი რამ შეცვალო. გუნდი ბევრ საკითხს შეაფასებს და ეცდება მომდევნო ტურებში კვლავ 100%-იანი მოგებების მაჩვენებელი ჰქონდეს.“

„დღეს ჩვენ მძიმე საღამო გვაქვს, მაგრამ ხვალ მზე ისევ ამოვა და ჩვენი შემართებაც შესაბამისი იქნება. ჩვენ „რეალი“ ვართ და მომავალზე ვფიქრობთ.“

„მასტანტუონოს მომენტი? მოდით, შევხედოთ მეზობელ ლიგებს და მივხვდებით, როგორ გადავჭრათ პრობლემა მარტივად. როდესაც მასპინძელი გუნდი იგებს, სტუმარი გუნდი თამაშში ბურთის დასაბრუნებლად წუთებს  არ უნდა კარგავდეს. ფეხბურთელებს ბურთს წამიერად უნდა აწვდიდნენ.“

  • Madridista
  • 27 სექტემბერი 2025
  • 530
  • 4

1

27 სექტემბერი 2025 21:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 624

ხანდახან მართლა ნერვები მეშლება, როცა ასეთი წაგების მერე არავინ ბოდიშს არ იხდის. 

ჩვენ რეალი ვართ, წინ ვიხედებით, არ ვნებდებით, უფრო ძლიერები დავბრუნდებით და მსგავსი ფრაზები იცოხლე ბევრია, მაგრამ, არავინ გამოვა და არ იტყვის: ბოდიში ფანებთან, ბოდიში ცუდი თამაშისთვის, ბოდიში რომ იმედები გაგიცრუეთ. რამე მსგავსი ხომ შეიძლება ითქვას, რომ ფანებიც გრძნობდნენ იმას რომ მართლა განიცდის ყველა. 


2

27 სექტემბერი 2025 23:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 605

თუ არ გამოფხიზლდებით,იგივეს და კიდევ უარესს გაგიკეთებთ ბარსელონა თქვე მცუანა ფარჩაკებო......


3

28 სექტემბერი 2025 02:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 142

უკანაც უნდა იყუროთ, განსაკუთრებით მცველებმა.


4

28 სექტემბერი 2025 13:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 97

მასე წინ იყურეთ ბიჭებო სულ.??

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 9
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 4
4 ფერანი 4

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ოქტომბერი 2025 (140)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)