სიმეონე:„„რეალი“ თვისობრივად არის შეცვლილი“
დიეგო სიმეონემ „რეალთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„საკმაოდ რთულ მატჩს ველი, მაგრამ სიურპრიზი არავისთვის იქნება თუ ვიტყვი, რომ „ატლეტიკოს“ საშინაო არენაზე ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია.“
„ჩვენ არ ვაპირებთ საკუთარი სტილის ღალატს, ყველაფერს გავაკეთებთ აქტივში 3 ქული ჩასაწერად.“
„მადრიდის „რეალი“ თვისობრივად შეიცვალა, ჩაბი ალონსომ ამ შედეგს უკვე მიაღწია. სამეფო კლუბი მუდმივად პრესინგს მიმართავს და ცდილობს, ბურთი სწრაფად დაიბრუნოს, ეს კი მოწინააღმდეგეებს შეტევების წარმოების და გააზრების დროს უმცირებს.“
„„რეალი“ ვინისიუსთან ერთად თუ მის გარეშე? ეს კითხვა მე არ უნდა დამისვათ.“
„რამდენიმე მოთამაშე გვაკლია, მაგრამ გუნდში არის შესაბამისი რესურსი. ჩვენ გვექნება შემართება და მაქსიმალურად დავიხარჯებით.“
„ის, რომ სეზონი სტაბილურად ვერ დავიწყეთ, არაფერს ვცვლით. დიახ, სწორედ ამ დღიდან უნდა დავიწყოთ გამარჯვებების სერია.“
- 27 სექტემბერი 2025
- 1 974
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.