ალონსო:„თუ ამას გავაკეთებთ, „ატლეტიკოს“ დავამარცხებთ“

ჩაბი ალონსომ „ატლეტიკოსთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„დერბის განსაკუთრებული მნიშვნელობა და სულ სხვა ენერგეტიკა აქვს. ჩვენ კარგად ვიცით და გვესმის, რამხელა მატჩია წინ. რა თქმა უნდა, სტანდარტული ვარჯიში ჩავატარეთ, თუმცა გვქონდა კონკრეტული ხედვებიც, რომელიც ასეთ ძლიერ მეტოქეს უკავშირდება. „რეალი“ კარგად არის მომზადებული და მიზანი კვლავ 3 ქულაა.“

„დიეგო სიმეონეს „ატლეტიკოში“ 14 წლიანი გამოცდილება აქვს, მე კი ცოტა ხნის წინ გავხდი სამეფო კლუბის მწვრთნელი. ახლა გრძელვადიან პერსპექტივებზე საუბრის დროს ვერ ვხედავ.“

„100 ქულა ლა ლიგაში? თუ „რეალი“ და „ბარსელონა“ ასეთ სვლას განაგრძობენ, ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ რა თქმა უნდა, ორივე გუნდში დადგება ეტაპი, როდესაც ქულები დაიკარგება, რადგან ჩვენ არაერთ ტურნირზე გამოვდივართ. ყველა შეხვედრის მოგება არავის შეუძლია.“

„დარწმუნებული ვარ, „მეტროპოლიტანოზე“ საოცარი ატმოსფერო იქნება. ამ ქალაქში დერბის უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ.“

„ჯუდ ბელინგემი კვლავ 100%-ით მზად არის, მისი სათამაშო დრო ეტაპობრივად გაიზრდება. ინგლისელი იზრუნებს იმაზე, რომ „რეალი“ იყოს უფრო კრეატიული, აგრესიული და შემტევი.“

„ის, რომ „როხიბლანკოს“ სტარტი სტაბილური არ იყო, აბსოლუტურად არაფერს ცვლის. დერბი სულ სხვა განზომილებაა, ჩვენ ამ მატჩში ორივე გუნდის მაქსიმუმს ვიხილავთ.“

„თქვენ ჯერ კიდევ ვერ წარმოგიდგენიათ, რამდენად ნიჭიერი ფეხბურთელია მასტანტუონო, მას სჭირდება ახალი გარემოს გააზრება, კონცეფციაზე მორგება და ტაქტიკური განსწავლულობა, თუმცა მთავარი არის ფუნდამენტი, რომელიც მასში ძალიან მკვეთრად ჩანს. მერწმუნეთ, ფრანკო ყოველკვირეულად უფროდაუფრო ძლიერი იქნება, მასში საოცარი პოტენციალი დევს.“

„რა უნდა გავაუმჯობესოთ? უნდა ვიყოთ უფრო მოქნილები და არაპროგნოზირებადები მაშინ, როდესაც ბურთს ვიბრუნებთ.“

„გიულერისთვის, ჰაუსენისთვის და მასტანტუონოსთვის „მეტროპოლიტანო“ სიახლე იქნება, თუმცა ყოველთვის ყველაფერი აქვს პირველი ჯერი.“

„სერხიო ბუსკეტსი ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა. დიახ, ყველაფერს აქვს დასასრული. მე მსურს მადლობა გადავუხადო სერხიოს იმ საოცარი ეპოქისთვის, რომელიც ესპანეთის ნაკრებში ერთად შევქმენით, ის გახლდათ უჭკვიანესი ნახევარმცველი, რომელიც ბურთთან ერთად გადაწყვეტილებებს ძალიან სწრაფად იღებდა და ყოველთვის სწორად იქცეოდა.“

„ვინისიუსი „რეალში“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლის მქონე მოთამაშეა, დიახ ის ფუნდამენტურ მოთამაშეებს შორის არის. ვიმედოვნებ, „ატლეტიკოს“ სტადიონზე ის მოწოდების სიმაღლეზე იდგება.“

„„ატლეტიკოს“ შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაძლიერდა. სიმეონეს არაერთი ინტერპრეტაციის გაკეთება შეუძლია, შესაბამისად, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.“

„რა არის საჭირო დერბის მოსაგებად? 100%-ით დახარჯვა და რაც მთავარია, მოცემული მომენტების გამოყენება. თუ ამას გავაგებთ, „ატლეტიკოს“ დავამარცხებთ და მე-7 ტურის შემდეგ ჩვენს აქტივში 21 ქულა იქნება.“


1

41 minute above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 704

ძაან დიდი იმედი მაქვს რომ ალონსოს რეალს დერბიში არ ექნება პრობლემები. ანჩელოტის ყველა ეტაპზე უჭირდა ატლეტიკოსთან რა


2

7 minutes above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 11

ვფიქრობ ვინისიუსის მოწოდების სიმაღლეზე ყოფნაზე არ უნდა ვიდარდოთ, იმიტომ რომ მოწინააღმდიგის სტადიონზე თამაშისას ვინისიუსის მოტივაცია უმაღლეს დონეზეა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 7
2 ბუჩანანი 3
3 ლისო 3
4 რაფინია 3

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (226)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)