ენდრიკი შესაძლოა იჯარით წავიდეს

მიმდინარე სეზონის სტარტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „რეალის“ თავდასხმაში დიდი კონკურენციაა.

იმ ფონზე, რომ სასტარტოში მოხვედრა ხანდახან ვინისიუს ჟუნიორსაც უჭირს, ხოლო როდრიგო გოეშის დრო მინიმალურია, ენდრიკ ფელიპეს კონკურენციაში ყოფნა ძალიან უჭირს.

ბრაზილიელმა აღდგენითი პროცესი თითქმის 2 კვირაა დაასრულა, თუმცა სათამაშო დრო კვლავაც არ მიუღია. ასევე მცირე დრო აქვს გონსალო გარსიასაც.

გამომდინარე იქედან, რომ „ბლანკოსს“ მომდევნო სანაკრებო პაუზამდე მადრიდული დერბის გამართვა მოუწევს, შემდეგ კი რიგში ჩემპიონთა ლიგაა, რასაც ასევე ლა ლიგის მნიშვნელოვანი შეხვედრა დაემატება გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალის“ წინააღმდეგ, ენდრიკის შანსები კვლავ მცირე იქნება.

„მარკას“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფეხბურთელი ბევრს ვარჯიშობს და ცდილობს საუკეთესო კონდიციამდე მივიდეს, თუმცა „ბლანკოსი“ მისი იანვარში გასხვისების იდეას ემხრობა.

მომდევნო თვეები გადამწყვეტი იქნება, თუ ფელიპეს სათამაშო დრო კვლავ მინიმალური იქნება, ის 6 ან 18 თვიანი იჯარით დატოვებს გუნდს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 7
2 ბუჩანანი 3
3 ლისო 3
4 რაფინია 3

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (224)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)