ფლიკი:„„რეალი“ კარგ ფორმაშია, მაგრამ შეხედეთ შარშანდელ სეზონს“
ჰანსი ფლიკმა მადრიდის „რეალთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა.
„გეთანხმებით, მადრიდის „რეალი“ კარგ ფორმაშია, ამ გუნდმა ლა ლიგაში ყველა მატჩი მოიგო და 18 ქულა აქვს, თუმცა შეხედეთ შარშანდელ სეზონს. შარშან სამეფო კლუბი რამდენჯერმე იყო პირველ პოზიციაზე და გარკვეულ მომენტებში ჩვენთან კომფორტული სხვაობაც ჰქონდა, თუმცა მუდმივმა ბრძოლამ და სტაბილურმა თამაშმა ლა ლიგის ტიტულამდე მიგვიყვანა.“
„ჩვენ სტრატეგია არც ახლა გვაქვს შეცვლილი. ვიცით, რომ სამეფო კლუბთან ბრძოლა რთული იქნება, მაგრამ თუ კვლავ სტაბილურები ვიქნებით, პირველ ადგილზე გადავინაცვლებთ და ამ კონკურენციას დავძლევთ.“
- გუშინ, 12:36
- 1 090
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.