დერბის მსაჯი ცნობილია!
ლა ლიგამ მადრიდული დერბის მსაჯი უკვე დაამტკიცა.
მადრიდის „რეალისა“ და „ატლეტიკოს“ დაპირისპირებას არბეროლა როხასი მოემსახურება, რომელსაც სამეფო კლუბის მონაწილეობით აქამდეც ბევრი მატჩი აქვს განსჯილი.
მიუხედვად ახალგაზრდული ასაკისა, არბეროლა ამ ეტაპისთვის ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე კომპეტენტურ მსაჯად ითვლება.
საშუალო სტატისტიკის მიხედვით, როხასი თითო მატჩში 4 ყვითელ ბარათს იყენებს და 33 ჯარიმას ნიშნავს.
- გუშინ, 12:34
- 220
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.