მასტანტუონო:„მე ასეთი ფეხბურთელი პირველად ვნახე“

ფრანკო მასტანტუონომ „ლევანტეს“ დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი და ემოციებით სავსე ვარ. ჩემი პირველი გოლი მადრიდის „რეალის“ მაისურით არასდროს დამავიწყდება.“

„გუნდმა მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივსი, წინსვლას განვაგრძობთ და ვიცით, რომ სეზონი ძალიან გრძელია, ამიტომ ყურადღებით ყოფნა გვმართებს.“

„ადაპტაციის პერიოდი გრძელდება. მერწმუნეთ, გაცილებით მეტის გაკეთება შემიძლია და ამაზე ვმუშაობ. დიდი მადლობა სამწვრთნელო შტაბს, რომ მეძლევა სათამაშო დრო, ეს ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.“

„ჯუდ ბელინგემის სტილის ფეხბურთელი არასდროს მინახავს, ის საოცრად მოძრაობს ბურთთან ერთად. მართლაც პირველად ვნახე მსგავსი სტილის მოთამაშე. რასაც ინგლისელი აკეთებს, სხვას არ შეუძლია. მიხარია, რომ ბელინგემი მოედანზე დაბრუნდა.“

„მწვრთნელს ჩემთან კონკრეტული მოთხოვნები აქვს, მას სურს, რომ ხშირად განვახორციელო დრიბლინგი, დავეხმარო მცველებს, გავაკეთო გამჭოლი პასები და გუნდს შევძინო დინამიკა. მე ალონსოს ვუსმენ და ვცდილობ, ყველა მითითება ზედმიწევნით შევასრულო.“

„დიდი მადლობა ვინისიუს ჟუნიორს, მან კარგი პასი გამიკეთა, რაც გოლის გატანის წინაპირობა იყო. ვფიქრობ, ამ მომენტამდეც შემეძლო მეტოქის კარის აღება, თანაც უფრო მარტივად.“

„ჩემი ოჯახი, მეგობრები, თანაგუნდელები გვერდში მიდგანან. თავს მშვიდად ვგრძნობ და ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს დასამტკიცებელი.“

  • Madridista
  • 24 სექტემბერი 2025
  • 7 022
  • 15

1

24 სექტემბერი 2025 11:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 193

ეტყობა რო ძაან დიდი ნიჭის პატრონია, აი ძაან. მომენტებში ისე წაუკლასნებს რო, რათქმაუნდა ხარვეზები აქვს, 18ის ახლა გახდა ფიზიკურად ზოგი 18 წლის მბაპესავით ხოდზე არაა მარა ცოტა მერე უყალიბდება ფიზიკა მარა ეგ არაა მთავარი, ამ ეტაპზე ამისთვის მთავარია ტაქტიკური განათლება მიიღოს და ისე განვითარდეს და დრიბლინგი და მოტყუება რო შეუძლია და უფრო მოუმატებს ისედაც ფაქტია, თან მარჯვნიდან თამაშობს რაც ასე გვიჭირდა ამდენი წელია და ბაზარზეც მარჯვენა ვინგერები ცოტაა ძაან მაღალი კალიბრის. ერთი სიტყვით ძაან კაი ბიჭია და მგონია რო ბევრად მოუმატებს

2

24 სექტემბერი 2025 11:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 741

სულ რომ მინიმუმს მიაღწიოს, სალაჰის დონეს დადებს. სულ ვიძახი, რომ მაგარი ბიჭია, მჯერა ამის შესაძლებლობების. მთავარია განაგრძოს პროგრესი რა. ალონსოს სტილის მწვრთნელთან ვერ აურევს ეს და დანარჩენს დრო გვაჩვენებს.

ნუ გვავიწყდება, რომ 1 თვის წინ მოვიდა გუნდში, ეს არ არის დიდი დრო

3

24 სექტემბერი 2025 11:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 89
24 სექტემბერი 2025 11:40, Batumski says:

ჯერ გაფუჭების გარდა ვერაფერს აკეთებს და რა გაძლევს მაგის თქმის საფუძველს? 

4

24 სექტემბერი 2025 11:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 943

როგორც პირველი ტაიმი ისე თუ ვითამაშეთ ატლეტიკოსთან გვაქ შანსი ნამდვილად

5

24 სექტემბერი 2025 11:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 741
24 სექტემბერი 2025 11:45, Judjud says:
24 სექტემბერი 2025 11:40, Batumski says:

სულ რომ მინიმუმს მიაღწიოს, სალაჰის დონეს დადებს. სულ ვიძახი, რომ მაგარი ბიჭია, მჯერა ამის შესაძლებლობების. მთავარია განაგრძოს პროგრესი რა. ალონსოს სტილის მწვრთნელთან ვერ აურევს ეს და დანარჩენს დრო გვაჩვენებს.

ნუ გვავიწყდება, რომ 1 თვის წინ მოვიდა გუნდში, ეს არ არის დიდი დრო

ჯერ გაფუჭების გარდა ვერაფერს აკეთებს და რა გაძლევს მაგის თქმის საფუძველს? 

გაფუჭების? რავიცი, გაფუჭებული რა ნახე.  მაგარი მონდომებულია, არაერთი ლამაზი მომენტი გვაჩვენა, სადაც კლასი ღიად ჩანდა, ან შეგიძლია ეგეთი რამის გაკეთება ან არა.

მეტოქეზე გამბედავად მიდის, სისწრაფე აქვს, დრიბლინგი აქვს, დარტყმა კარგი და პასი.

გაფუჭებული რა ნახე ეგეთი?  ჩემი აზრით ძაან პერსპექტიული ფეხბურთელია და საფეხბურთო ინტელექტიც აქვს.

6

24 სექტემბერი 2025 12:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 89
24 სექტემბერი 2025 11:49, Batumski says:
გაფუჭების? რავიცი, გაფუჭებული რა ნახე.  მაგარი მონდომებულია, არაერთი ლამაზი მომენტი გვაჩვენა, სადაც კლასი ღიად ჩანდა, ან შეგიძლია ეგეთი რამის გაკეთება ან არა.

მეტოქეზე გამბედავად მიდის, სისწრაფე აქვს, დრიბლინგი აქვს, დარტყმა კარგი და პასი.

გაფუჭებული რა ნახე ეგეთი?  ჩემი აზრით ძაან პერსპექტიული ფეხბურთელია და საფეხბურთო ინტელექტიც აქვს.

4-5 გოლი უნდა გაეტანა წუხელ, პლიუს ძალიან ბევრჯერ უაზროდ დაკარგა ბურთი და მეტი რა უნდა აფუჭოს?

7

24 სექტემბერი 2025 12:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 210

18 წლის ბავშვია რომელიც 1 თვეა ევროპულ ფეხბურთშია, ადაპტაციისთვის ზოგს 1 სეზონი სჭირდება, ეს ბავშვი კი ყველა თამაშში უმატებს და უკეთ გამოიყირება. დიდი ამბავი რომ ბურთი დაკარგა რამდენჯერმე, მონდომება კლასი და საფეხბურთო ინტელექტი აქვს რაც მთავარია

8

24 სექტემბერი 2025 12:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 89
  • 24 სექტემბერი 2025 12:12, Luca_Modric says:

    18 წლის ბავშვია რომელიც 1 თვეა ევროპულ ფეხბურთშია, ადაპტაციისთვის ზოგს 1 სეზონი სჭირდება, ეს ბავშვი კი ყველა თამაშში უმატებს და უკეთ გამოიყირება. დიდი ამბავი რომ ბურთი დაკარგა რამდენჯერმე, მონდომება კლასი და საფეხბურთო ინტელექტი აქვს რაც მთავარია 

  • მე არ ვამბობ რომ არაა შესაძლებელი უმაღლესი  დონე დადოს, უბრალოდ გარანტირებულად მინიმუმ სალათის დონეს დადებსო ეს არის არარეალური

9

24 სექტემბერი 2025 12:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 193

ერთი იამალის პირველი თამაშები ნახეთ ახლა რო მარადონობას აბრალებენ როგორ დაიწყო და როგორ განვითარდა მერე, ასე იქნება ესეც , ნელნელა უმატებს და იასნია თავიდანვე უშეცდომო არ იქნებოდა

10

24 სექტემბერი 2025 12:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 242
24 სექტემბერი 2025 12:20, Judjud says:
  • 24 სექტემბერი 2025 12:12, Luca_Modric says:

    18 წლის ბავშვია რომელიც 1 თვეა ევროპულ ფეხბურთშია, ადაპტაციისთვის ზოგს 1 სეზონი სჭირდება, ეს ბავშვი კი ყველა თამაშში უმატებს და უკეთ გამოიყირება. დიდი ამბავი რომ ბურთი დაკარგა რამდენჯერმე, მონდომება კლასი და საფეხბურთო ინტელექტი აქვს რაც მთავარია 

  • მე არ ვამბობ რომ არაა შესაძლებელი უმაღლესი  დონე დადოს, უბრალოდ გარანტირებულად მინიმუმ სალათის დონეს დადებსო ეს არის არარეალური

ვნახოთ რა იცი იქნებ მაგაზე მაღლა წავიდეს

11

24 სექტემბერი 2025 12:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 89
24 სექტემბერი 2025 12:42, Galactico says:
ვნახოთ რა იცი იქნებ მაგაზე მაღლა წავიდე

იმედია მასეც იქნება

12

24 სექტემბერი 2025 16:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 57

კარგი ტიპია მაგრამ არგენტინელი არ მინდოდა რეალში რო გვყოლოდა ნიკო პასის გარდა სხვა და პასიხ იმიტო რო ჩვენი აკადემიის აღზრდილია თორე ძალიან ნიჭიერი როა ფაქტია ისე მე მუსიალას დიდი სიამოვნებით ვიხილავდი რეალში 

13

24 სექტემბერი 2025 18:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 167
24 სექტემბერი 2025 11:45, Judjud says:
ჯერ გაფუჭების გარდა ვერაფერს აკეთებს და რა გაძლევს მაგის თქმის საფუძველს?

მაგარი აბსურდი დაწერე

14

24 სექტემბერი 2025 20:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 173

Ხალხო ერთ კარგ რჩევას მოგცემთ. Ყლ ეობებს ნუ წერთ

15

26 სექტემბერი 2025 19:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 665

მიდი მარკო,აბა შენ იცი.შენი იმედი აქვს მთელ მადრიდს.

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (113)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)