ვინისიუსი:„ჩემი გოლი ამ ადამიანს ეძღვნება“

ვინისიუს ჟუნიორმა „ლევანტეს“ წინააღმდეგ ულამაზესი გოლის გატანა შეძლო და შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ძალიან მიხარია, რომ გავიმარჯვეთ. გუნდს 3 ქულა სჭირდება და გეგმა შესრულებულია. ვფიქრობ, კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და სანახაობრივი გოლის გატანა შევძელი.“

„ჩემი გოლი ლუკიტა მოდრიჩს ეძღვნება, ის ყველას მოგვენატრა. სიმართლე გითხრათ, მიჭირს აღქმა, რომ ის „რეალის“ მოთამაშე აღარ არის.“

„კოლექტიური პასუხისმგებლობის გაზიარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გუნდი წინ მიდის, პროგრესირებს და აჩვენებს, რომ კიდევ აქვს პერსპექტივა.“

„დარწმუნებული ვარ, მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ თამაში რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ 100%-იანი მოგებების მაჩვენებელი შევინარჩუნოთ.“

„„ლევანტეს“ სტადიონზე თამაში მარტივი არასდროს არის. ამ გუნდს ქომაგები მხურვალედ უჭერენ მხარს.“

„ამ სტადიონზე ხშირად გამიტანია, შესაბამისად, ჩემს მიმართ ყოველთვის არის აგრესია.“

„გუნდს საოცარი დინამიკა ჰქონდა, პრესინგს ვთამაშობდით, რაც მეტოქეს შეტევების წამოწყების საშუალებას არ აძლევდა. კარგი შეხვედრა გამოვიდა და ტაბლოზე ასახული შედეგიც აბსოლუტურად ადეკვატურია.“

  • Madridista
  • 24 სექტემბერი 2025
  • 1 672
  • 2

1

24 სექტემბერი 2025 14:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 664

მალე გააგრძელე კონტრაქტი და  შეუბერე


2

24 სექტემბერი 2025 22:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 336

ყატა-ყუტა გუნდებთან მოგება არაფერია, მთავარია ძლიერებთან როგორ ითამაშებს გუნდი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2026 (63)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (307)