ალონსო:,,დერბის მოგება აუცილებელია"

ჩაბი ალონსომ „ლევანტესთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„გუნდმა სრულყოფილი და დინამიური ფეხბურთი ითამაშა. ჩვენ მაშინაც შეგვეძლო მესამე და თუნდაც მეოთხე გოლის გატანა, როდესაც ანგარიში 0:2 იყო. „ლევანტემ“ ერთი გოლის გატანის შემდეგ მოტივაცია აიმაღლა, თუმცა ჩვენი რეაგირება სწრაფი იყო და მალევე გავზარდეთ სხვაობა. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, როგორც უკვე გითხარით, ლა ლიგაში სტაბილური გამარჯვებები აუცილებელია.“

„მიხარია, რომ კამავინგა და ბელინგემი დაბრუნდნენ, ამით ჩემი გუნდის ნახევარდაცვის რესურსი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ორივე ფეხბურთელს შეუძლია სიტუაციის გამწვავება.“

„ყველა, ვინც მოედანზე იყო, კარგად იმუშავა. მილიტაოს და კარვახალს დასვენების საშუალება მივეცი, სამაგიეროდ, სხვა მოთამაშეებმა შანსი მიიღეს, რომელიც ბრწყინვალედ გამოიყენეს.“

„რაულ ასენსიო დაცვის მარჯვენა ფლანგზეც საიმედოდ ირჯებოდა, ესპანელი ფეხბურთელის პროგრესი აშკრაა, ის ბევრს მუშაობს.“

„ჩვენ ვაშენებთ მყარ საფუძველს. ჯერ მხოლოდ 51 გავიდა მას შემდეგ, რაც წინასასეზონი მზადება დავიწყეთ. გუნდი პროგრესირებს, მაგრამ ძალიან ბევრი კომპონენტი კვლავ დასახვეწია.“

„მადრიდული დერბი? აქამდე „ლევანტეზე“ ვფიქრობდი, ხვალიდან კი „ატლეტიკოზე“ ვიფიქრებ. თუ დერბის მოვიგებ, თამამად განვაცხადე, რომ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა დავასრულეთ წარმატებით.“

„ვინისიუსი? კმაყოფილი ვარ, ბრაზილიელი ფეხბურთელის მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალიან მაღალი იყო, მას საოცარი მატჩი ჰქონდა და საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც დამსახურებულად მიიღო.“

  • Madridista
  • 24 სექტემბერი 2025
  • 2 929
  • 3

1

Wednesday და 10:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 701

ანჩელოტის ატლეტიკოს წინააღმდეგ მწვრთნელობის პირველ ეტაპზეც უჭირდა და მეორეზეც. იგივეს ვერ ვიტყვი ზიდანზე, მაგრამ ასე თუ ისე მაგასაც უჭირდა.

ეხლა ალონსოს დროა და დიდი იმედი მაქვს, ისე გააფარჩაკებს ხოლმე სიმეონეს გუნდს, როგორც ბარსელონა უსრულებს ყველა მატჩში.


2

Wednesday და 10:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 323

სეზონის პირველი სერიოზული გამოცდაც მოახლოვდა ჩაბი,ატლეტიკომ კი დაიწყო უსახურად და საზიზღრად მაგრამ ეგ არაფერს არ ცვლის ჩვენთან თავს გაიგიჟებენ როგორც ყოველთვის,რაც მახარებს ეგაა რო დანაკლისის გარეშე ვხვდებით და ბელინგემი და კამავინგაც ხელმისაწვდომი იქნებიან,დამაჯერებლად უნდა მოვუგოთ რო გუნდსაც და ფანებსაც მეტ მოტივაციას მისცემს


3

Wednesday და 12:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5

ატლეტიკოს ძალიან ცუდი სეზონი აქვს. მარტივად უნდა დავამარცხოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 7
2 ბუჩანანი 3
3 ლისო 3
4 რაფინია 3

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (216)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)