ალონსო:„სტაბილურ გამარჯვებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“

ჩაბი ალონსომ „ლევანტესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„გასვლითი შეხვედრები ყოველთვის მეტ სირთულეს უკაშირდება. „ლევანტე“ კარგად ორგანიზებული გუნდია, სწორედ ამიტომ, მაქსიმალური ყურადღებით თამაში გვმართებს. ვიცით, რომ 3 ქულა დიდ მნიშვნელობას იძენს, სწორედ ამიტომ, გამარჯვება გვჭირდება.“

„თუ ლა ლიგის მოგება გვსურს, თითოეული ქულისთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, ამოცანა რა თქმა უნდა, ურთულესია, თუმცა არა დაუძლეველი.“

„სიმართლე რომ გითხრათ, დიდად არ ვინტერესდები, ვინ მოიგებს ოქროს ბურთს, მე ხვალინდელ თამაშზე ვარ ფოკუსირებული.“

„ალვარო კარერასი თითოეული მადრიდელისთვის დიდი სიურპრიზია. მიხარია, რომ ესპანელი ფეხბურთელი საოცარ დონეს აჩვენებს.“

„მეც ვიყავი ფეხბურთელი და ვიცი, რას გრძნობ მაშინ, როდესაც გცვლიან. იგივე სიტუაცია ვინისიუს ჟუნიორთან დაკავშირებითაც, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რესურსის სწორი განაწილებაა საჭირო. თუ ვინისიუსს ჩემი არ ესმის, პირველ რიგში ამას მე მეტყვის. ჩვენ ხშირად ვაანალიზებთ მატჩებს.“

„კამავინგა და ჯუდ ბელინგემი საკმაოდ კარგ ფორმაში არიან. არ გამოვრიცხავ, მათ „ლევანტეს“ წინააღმდეგ სასტარტოშიც ითამაშონ.“

„ფეხბურთელები ბედნიერები არიან. ვარჯიშზე ვხედავ დიდ ენთუზიაზმს და მონდომებას, მთავარი კი ეს არის.“

„საუკეთესო შემტევი ტრიო? ყველა მოთამაშე მჭირდება, არავის გამოვყოფ. ჩვენ შეკრული გუნდი ვართ.“

„ჯერ მხოლოდ სეზონის სტარტია. ამდენ ტურნირზე გამოვდივართ და გამოწვევებიც შესაბამისია. არ ვფიქრობ, რომ ვინისიუსს საჭიროზე ნაკლები დრო ექნება, ის ძალიან დაიტვირთება.“

„წინა მატჩში ბურტის კონტროლის მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო, მაგრამ ჩვენ კრეატიული ფეხბურთი არ გვიჩვენებია. ეს არის დასტური იმისა, რომ მხოლოდ ბურთის კონტროლი გადამწყვეტი არ არის. მთავარია ტაქტიკურად სწორად გააზრებული თამაში.“

„ედუარდო დინამიური ფეხბურთელია, საკმაოდ დიდ სისწრაფეებს ანვითარებას და შესაძლებლობებიც ბევრი აქვს. მისი სახით გუნდს მნიშვნელოვანი ფიგურა ჰყავს. იმედი მაქვს, ფრანგს ტრავმები აღარ შეაწუხებს და შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას შეძლებს.“

„მატჩი გვიან? ამას შეჩვეულები ვართ. ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებიც ამ დროს იმართება, შესაბამისად, საკვირველი არაფერია, თანაც მაშინ, როდესაც შუა კვირაა.“

„კარერასი, ჩუამენი და მბაპე შეუცვლელები არიან? სამივე საოცარ ფორმაშია და მეტ დროს იღებს, თუმცა დასვენების დროს მათაც მივცემ.“

„მუდმივი როტაცია არ არის კარგი, თუმცა ეს არის საჭირო კომპონენტი. როდესაც ფეხბურთელების დასვენების საშუალება მექნება, ამას ყოველთვის გავაკეთებ.“

  • Madridista
  • 22 სექტემბერი 2025
  • 4 989
  • 24

1

22 სექტემბერი 2025 19:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 89

დღეს ბარსას გულის შეტევების დღე ექნება

2

22 სექტემბერი 2025 20:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 705

რაფინიას და დემბელეს შორის გადაწყდება, მაგრამ მაინც მგონია რომ 100 % დემბელე მოიგებს. სულ რომ 100 ხმით გაასწროს რაფინიამ, ფრანს ფუტბოლი, საფრანგეთში,  პარიზში, ოქროს ბურთს სხვას არ მისცემს, როცა ფრანგიცაა მთავარი კანდიდატი. რავი მე ესე მგონია. 

3

22 სექტემბერი 2025 20:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 41

თუ რაიმე კანონზომიერება არსებობს მანდ უეჭველად დემბელეს ეკუთვნის და ახლა მანდ როგორ გადაწყვეტენ არ ვიცი

4

22 სექტემბერი 2025 20:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 705

ვინისიუსი არ ყოფილა ესეთი ფავორიტო როდრისთან, რადგან როდრის სანაკრებო ტურნირი უფრო უმაგრებდა ზურგს. მაგრამ ამ სეზონში არანაირი სანაკრებო ტურნირი არ ყოფილა. ერთა ლიგა კი იყო, მაგრამ იქ რაფინიას არ უთამაშია. პლიუს მთავარი საკლუბო ტურნირის გამარჯვებულიც გახდა დემბელე. მართალია ფინალში ვერ გაიტანა, მაგრამ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და საერთო ჯამში კარგი თამაში ქონდა. 

5

22 სექტემბერი 2025 22:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 943
22 სექტემბერი 2025 20:19, murtoreali777 says:

ვინისიუსი არ ყოფილა ესეთი ფავორიტო როდრისთან, რადგან როდრის სანაკრებო ტურნირი უფრო უმაგრებდა ზურგს. მაგრამ ამ სეზონში არანაირი სანაკრებო ტურნირი არ ყოფილა. ერთა ლიგა კი იყო, მაგრამ იქ რაფინიას არ უთამაშია. პლიუს მთავარი საკლუბო ტურნირის გამარჯვებულიც გახდა დემბელე. მართალია ფინალში ვერ გაიტანა, მაგრამ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და საერთო ჯამში კარგი თამაში ქონდა. 

არ კიდია ძმა ვინ მოიგებს ამ ოქროს ბურთს იმენა როგორც ინდივიდუალური ჯილდო სრულიად გაუფასურებულია იმენა მნიშვნელობა აქ 0 მთავარი რეალმა ითამაშოს ფეხბურთი როგორც შეეფერება დანარჩენი მეორეხარისხოვანია მითუმეტეს ოქროს ბურთი

6

22 სექტემბერი 2025 22:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 166
22 სექტემბერი 2025 20:04, murtoreali777 says:

რაფინიას და დემბელეს შორის გადაწყდება, მაგრამ მაინც მგონია რომ 100 % დემბელე მოიგებს. სულ რომ 100 ხმით გაასწროს რაფინიამ, ფრანს ფუტბოლი, საფრანგეთში,  პარიზში, ოქროს ბურთს სხვას არ მისცემს, როცა ფრანგიცაა მთავარი კანდიდატი. რავი მე ესე მგონია. 

დემბელეს ფრანგობა არ გაიშვას, ფრანგი ფეხბურთელებიდან მე პლატინი გამიგია.  ოქროს ბურთის მფლობელი. 

7

22 სექტემბერი 2025 23:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 705
22 სექტემბერი 2025 22:04, ilarioni says:
22 სექტემბერი 2025 20:19, murtoreali777 says:

ვინისიუსი არ ყოფილა ესეთი ფავორიტო როდრისთან, რადგან როდრის სანაკრებო ტურნირი უფრო უმაგრებდა ზურგს. მაგრამ ამ სეზონში არანაირი სანაკრებო ტურნირი არ ყოფილა. ერთა ლიგა კი იყო, მაგრამ იქ რაფინიას არ უთამაშია. პლიუს მთავარი საკლუბო ტურნირის გამარჯვებულიც გახდა დემბელე. მართალია ფინალში ვერ გაიტანა, მაგრამ ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და საერთო ჯამში კარგი თამაში ქონდა. 

არ კიდია ძმა ვინ მოიგებს ამ ოქროს ბურთს იმენა როგორც ინდივიდუალური ჯილდო სრულიად გაუფასურებულია იმენა მნიშვნელობა აქ 0 მთავარი რეალმა ითამაშოს ფეხბურთი როგორც შეეფერება დანარჩენი მეორეხარისხოვანია მითუმეტეს ოქროს ბურთი

კი ძმაო ნამდვილად.  ნელ ნელა მართლა.დაკარგა ფასი

ეს რაღა უბედურებაა, ქალების და კაცების ერთად გამოცხადება და დაჯილდოება....მოკლედ რაა, ყოველ წელს იხვეწება ფრანს ფუტბოლი :) ოღონდ უარესობისკენ

8

23 სექტემბერი 2025 00:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 242

გამართლდა მოლოდინები აბა სხვა ვის ელოდით?

9

23 სექტემბერი 2025 00:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 126

ოქროს ბურთის დაჯილდოვება რო უკან უკან მიდის თუ ხვდებით ბოლო ორი წელი ვინები იღებენ ოქროს ბურთს დემბელე და როდრი და ამ ფეხბურთელებზე კარგს რო ვერ პოულობენ და არ ირჩევენ იმიტომაც აღარ დადის რეალ მადრიდი

10

23 სექტემბერი 2025 00:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 616

ტაშის დაკვრაში გაიმარჯვა იამალმა :D .... 

11

23 სექტემბერი 2025 01:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 341

ბარსას სოცმედიამ იამალს იმხელა ჰაიპი გაუკეთა რაფინია მეხუთეზე გავიდა, არავის ვერჩი მაგრამ იამალის შოუები დაიწყო ინტერთან ნახევარფინალებიდან რაფინია მთელისეზონია ყველას უტანდა სერიოზულ რეზულტატს დებდა.

დემბელემ სერიოზული კარიერა დააქამბექა და დაუფასდა, იმსახურებდა ვინმეს მოწონს თუ არმოწონს 

12

23 სექტემბერი 2025 01:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 858

ბარსელონაში როგორც აბულინგებდნენ დემბელეს და ნაბოზვარი პიკე ტიტულთან ფოტოს არ აღებინებდა მარტო მაგისთვის ღირდა ეს ყველაფერი :) 

13

23 სექტემბერი 2025 01:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 705

რაფინია მეხუთეო და იამალი მეორეო? ბარსას ფანებს მინდა ვკითხო: იამალი რაფინიაზე მეტად იმსახურებდა? 

სასტავი იმენა რა დღეშია, სხვადასხვა საიტებზე, დემბელეს დედის წიოკი მიდის. მაგარამ მაგ კაცზე რომ იტყვის არ იმსახურებდაო, მართლა შეეშვან ფეხბურთის ყურებას. თუმცა 13 წლის ჯემალიკოებს მაგას ვერ გააგებინებ

14

23 სექტემბერი 2025 01:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 858
23 სექტემბერი 2025 01:02, Kavkaz says:

ბარსას სოცმედიამ იამალს იმხელა ჰაიპი გაუკეთა რაფინია მეხუთეზე გავიდა, არავის ვერჩი მაგრამ იამალის შოუები დაიწყო ინტერთან ნახევარფინალებიდან რაფინია მთელისეზონია ყველას უტანდა სერიოზულ რეზულტატს დებდა.

დემბელემ სერიოზული კარიერა დააქამბექა და დაუფასდა, იმსახურებდა ვინმეს მოწონს თუ არმოწონს 

სრულიად გეთანხმები, ტიპებმა მხუთეზე გაიყვანეს და იამალი მეორეზე :დ წავიდეს ახლა თავის 20 ახლობელთან წვეულებაზე და აღნიშნოს კოპას ჯილდო :დ

15

23 სექტემბერი 2025 01:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 705

მართლა დასაფასებელი ის რაც დემბელემ გააკეთა და როგორ დააქამბექანთავისი კარიერა.  ასეთი ჩავარდნის მერე, ამდენი ბულინგის მერე,  ასე რომ  დააქამბექებ შენს კარიერას რავი ძმაო.  ფსიქოლოგიურად არ გატყდა და გააგრძელა ფეხბურთი და მართლა სასწაული სეზონი ქონდა.  მარტო მაგიტომაა დასაფასებელი ეგ კაცი რომ ამდენს გაუძლო და არ გატყდა. ბევრი ვერც გაუძლებდა მაგ წნეხს და საერთოდ დაასრულებდა კარიერას.

16

23 სექტემბერი 2025 01:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 341

პსჟ-დან ისტორიის განმავლობაში ყველაზე მეტი ნომინატი 9 ფეხბურთელი იყო წარდგენილი.  მაგრამ ყველა ერთიანად დღევანდელ დღემდე დემბელეს ასახელებდნენ მთავარ მოგების ნომინანტად. 

აქეთ ბარსაში იამალი და რაფინია ორივე შემტევია, რაფინია ძვლებში გადატყდა იმდენს დარბოდა პრესინგზე წინ უკან და პლიუს მთელი სეზონია ყველა დიდ თამაშში უგოლოდ არტოვებდა, გახდა ლიგის ბომბარდირი და იამალი რომელიც საოცარი ტალანტია დაოწყო შოუები ინტერთან და ზოგადად სეზონის ნეორე ნახევარი კარგი ქონდა, მაგრამ კიარ გაერთიანდნენ 1 კანდიდატზე ამან გვირგვინი დამადგითო ახალი აღნიშვნა დაიწყოო))) იქით ცალკე ესპანური პრესა და დარჩა რაფინიას საოცარი სეზონი რუსკი კარაბლზე )) ტიპი რა სტატისტიკით მე-5 ზე გავიდა, თუნდაც მისი ინტერთან 92 წთზე გოლი პოტენციურად ფინალში გაყავდა...

17

23 სექტემბერი 2025 01:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 17
23 სექტემბერი 2025 01:17, Kavkaz says:

კოულ პალმერს რა უნდა ტოპ 10-ში?

18

23 სექტემბერი 2025 02:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 341
23 სექტემბერი 2025 01:32, Lelouch vi Britannia says:
23 სექტემბერი 2025 01:17, Kavkaz says:

კოულ პალმერს რა უნდა ტოპ 10-ში?

ალბათ მსოფლიო ჩემპიონატი რო მოიგო ჩელსიმ? და პალმერმა ფინალში მენდეშსაც და მთელ პსჟ-ს ცენტრს მასტერკლასი როუტარა ? სხვა მნიშვნელოვანი ჩელსის არაფერი გაუკეთებია. 

19

23 სექტემბერი 2025 03:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 858

საბრალო რაფინია, რამდენი გააკეთა წინა სეზონში ტიპმა, მთელ სულს და გულს დებდა თამაშებში, ცხენივით დარბოდა წინ და უკან და ყველამ დაიკიდა, ყველა იამალზე გადაერთო (კულეებზე მაქვს საუბარი) და ახლა გაახსენდათ როჟა, რაფინია რატომ გავიდაო მეხუთეზე. ძაან დაჩაგრეთ ძმებო რაფინია, იამალის გაჰაიპებაში. რაფინია რომ არა, რაც მოიგეთ მაგასაც ვერ მოიგებდით, არ იმსახურებდა ბარსას ფანებისგან ასეთ დაკიდებას. ოქროს ბურთს ვერ მოიგებდა, მაგრამ მეორე ადგილი რაფინიასი უნდა ყოფილიყო და არა ჯიბიელასი. 

20

23 სექტემბერი 2025 06:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 193

კაცს ოქროს ბურთი მოპარეს ვიბისიუსს და რაფინიას თუ მეორე ადგილი მოპარეს დიდი ამბავი, ნუ ისე კი იმსახურებდა მეორე ან მესამე ადგილს. მე5 უაზრობაა რაც აიღო. 

21

23 სექტემბერი 2025 07:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 89

ბენზემას ოქროს ბურთის მერე ვინმეს დემბელეს გამარჯვება უკვირს? პირველი 7-8 წელი 90% მინიმუმ რეალის ფანების ბენზემას გაგდებას ითხოვდნენ გუნდიდან და დემბელეს არ აპატიებს ის რამდენიმე წელი, თანაც ძაან ტრამვიანობდა იმ წლებში

22

23 სექტემბერი 2025 08:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 193
23 სექტემბერი 2025 07:03, Judjud says:

ბენზემას ოქროს ბურთის მერე ვინმეს დემბელეს გამარჯვება უკვირს? პირველი 7-8 წელი 90% მინიმუმ რეალის ფანების ბენზემას გაგდებას ითხოვდნენ გუნდიდან და დემბელეს არ აპატიებს ის რამდენიმე წელი, თანაც ძაან ტრამვიანობდა იმ წლებში

ბენზემას გაგდებას არავინ ითხოვდა მარა ისიც ფაქტია რომ წინა წლებსა და იმ ოქროს ბურთის სეზონს შორის დიდი განსხვავება იყო ბენზემაზეც. 

23

23 სექტემბერი 2025 09:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 142
23 სექტემბერი 2025 03:02, Itachi Uchiha says:

საბრალო რაფინია, რამდენი გააკეთა წინა სეზონში ტიპმა, მთელ სულს და გულს დებდა თამაშებში, ცხენივით დარბოდა წინ და უკან და ყველამ დაიკიდა, ყველა იამალზე გადაერთო (კულეებზე მაქვს საუბარი) და ახლა გაახსენდათ როჟა, რაფინია რატომ გავიდაო მეხუთეზე. ძაან დაჩაგრეთ ძმებო რაფინია, იამალის გაჰაიპებაში. რაფინია რომ არა, რაც მოიგეთ მაგასაც ვერ მოიგებდით, არ იმსახურებდა ბარსას ფანებისგან ასეთ დაკიდებას. ოქროს ბურთს ვერ მოიგებდა, მაგრამ მეორე ადგილი რაფინიასი უნდა ყოფილიყო და არა ჯიბიელასი. 

10000%  რაფინიამ იმალზე მეტი გააკეთა მაგრამ აქ პიარზე უფრო იყო ყველაფერი აწყობილი... რაც შეეხება დემბელეს რა ლოგიკით მიცეს ? მოიგო ყველაფერი ხო?   და ვინიმ რა გააკეთა ყველაფერი არ მოიგო? დემბელეზე უკეთესი. იყო ვინი დიდი თამაშებში  მაგიტო მოვუტ... გამჩენი მაგათ  ვინის იმენა მოპარეს ოქროს ბურთი

24

23 სექტემბერი 2025 09:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 89
23 სექტემბერი 2025 08:51, PAQSO says:
ბენზემას გაგდებას არავინ ითხოვდა მარა ისიც ფაქტია რომ წინა წლებსა და იმ ოქროს ბურთის სეზონს შორის დიდი განსხვავება იყო ბენზემაზეც

არა? აშკარად არ გახსოვს კარგად

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (113)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)