საგანგებო შეკრება „რეალში“ - ვინისიუსი გუნდის დატოვებასთან ახლოსაა!

ესპანური გამოცემების ცნობით, გუშინ საღამოს მადრიდის „რეალში“ საგანგებო შეკრება გაიმართა.

შეხვედრეას ესწრებოდა კლუბის გენერალური დირექტორი და ინსტიტუციონალური ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი.

ვინისიუს ჟუნიორს კონკრეტული მოთხოვნები აქვს, ის მიიჩნევს, რომ გუნდში როლი დაკარგა და ჩაბი ალონსო ნდობას არ უცხადებს.

- „ფიზიკურად თავს შესანიშნავად ვგძრძნობ, მაგრამ მეორე ტაიმში ვიცვლები."

- „ზოგჯერ საერთოდ სკამზე ვრჩები. რატომ? ეს არავინ იცის.“

- „თუ საჭირო არ ვარ, მირჩევნია წავიდე და აღარ შევქმნა დისკომფორტი, ეს ორივე მხარისთვის უმჯობესი იქნება.“

აღნიშნული ფრაზები ბრაზილიელ ვარსკვლავს ეკუთვნის, რომელსაც ალონსოსთან ურთიერთობა გაფუჭებული აქვს, დათმობაზე კი არცერთი მხარე არ მიდის.

თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ვინისიუსის წასვლის შანსი მნიშვნელოვნად გაიზრდება და ეს მისი ბოლო მადრიდული სეზონი იქნება.

  • Madridista
  • 22 სექტემბერი 2025
  • 6 229
  • 11

1

22 სექტემბერი 2025 10:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 741

ინფინიტზე და რაღაც გვერდებზე ეწერა, ისტერიკაში იყო გუშინო. არ ვიცი ეხლა რეალურად მართლა რა სიტუაციაა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩაბი ამას არაფერს დაუთმობს და ეგ ამბავი არ მომწონს


2

22 სექტემბერი 2025 10:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 341

როდრიგომ რაღა თქვას? როცა არამარტო ამ სეზონში ზოგადადაც სკამიდან იწყებდა ყველა დიდ თამაშს, თან მარცხენა შემტევია და მარჯვნივ გადაწიეს სადაც უფრო ნაკლები შედეგიანობა ქონდა ვიდრე მარცხნივ.

გუნდს და ბალანს როგორც ჭირდება უნდა მოერგო, თუ ვინმე პერსონალურად ვინის გულშემატკივარია დაეთანხმება მაგრამ რეალის ინტერესზე წინ არცერთი არარიან.

მჯერავს ჩაბის და მისი ფილოსოფიის, თუ გვინდა სტრუქტურული გავხდეთ უნდა მოერგონ მწვრთნელს


3

22 სექტემბერი 2025 11:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 184

აუ ბიჭო როგორ დავიღალე ამ ტიპით ააჯმევინეთ ბიჭო რას აბლატავებთ ამ მაიმუნს. ზამთარშივე გაყიდეთ და როდრიგო მიხედავს 


4

22 სექტემბერი 2025 11:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 210

როდრიგო ვინისიუსის ნახევარი არაა არც მარცხნიდან და არც მარჯვნიდან მაგრამ 2 ამ დონის ვარსკვლავი გუნდში- ვინი და მბაპე არ არის საჭირო, ბალანსი ირღვევა. ზიდანიც სკამზე სვამდა ვინის როცა ცალფეხა აზარი მაინც ჰყავდა. კომბინაციურ ფეხბურთში და ზოგადად საშემსრულებლო კლასით, მბაპე გაცილებით მაღლა დგას ვიდრე ვინი. ინდივიდუალური ოსტატობით და დრიბლინგით კი ბატონო, ვინი ჯობია. ფაქტია რომ ერთად თამაში არ გამოსდით


5

22 სექტემბერი 2025 11:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 126

ჩემი აზრით ვინი ძველ ფორმას ვერ დაიბრუნებს რეალში ამიტომ ჯობია წავიდეს


6

22 სექტემბერი 2025 15:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 123
22 სექტემბერი 2025 11:22, Luca_Modric says:

როდრიგო ვინისიუსის ნახევარი არაა არც მარცხნიდან და არც მარჯვნიდან მაგრამ 2 ამ დონის ვარსკვლავი გუნდში- ვინი და მბაპე არ არის საჭირო, ბალანსი ირღვევა. ზიდანიც სკამზე სვამდა ვინის როცა ცალფეხა აზარი მაინც ჰყავდა. კომბინაციურ ფეხბურთში და ზოგადად საშემსრულებლო კლასით, მბაპე გაცილებით მაღლა დგას ვიდრე ვინი. ინდივიდუალური ოსტატობით და დრიბლინგით კი ბატონო, ვინი ჯობია. ფაქტია რომ ერთად თამაში არ გამოსდით

ვინიციუსი ჯობია მბაპეს დრიბლინგშიო?მომესმა ძმა თუ თვალებში დამაკლდა?ტრამვირებული მბაპე ჯობია პიკში მყოფ ვინიციუსს


7

22 სექტემბერი 2025 17:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 387

რაა ნაახევრი არაა როდრიგო ღადაობ'. ვინიციუსის ფლანგზე მოთამაშე გადაიყვანეს მარჯვენა ფლანგზე და მაინც თავის საქმეს აკეთებდაა.  აბაა გაცვალონ ადგილი ვინიჩიუსი ვაფშე გაქრებაა'  როდრიგო ძან კლასნიაა მარაა ახეხინეს სკაამები'. მე პირადათ ხასიათი და სტაბილურობით როდრიგო მირჩევნიაა.  და ვინიციუსის ნხევარიც არააო რო ამბობ ეგრეც არა. ვინი თავის პოზიციაზე დგას როდრიგოსგან გამსხვავებით'. 


8

22 სექტემბერი 2025 19:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 296

ანჩელოტი ზუსტად მაგიტომ არის ნომერ პირველი მწვრთნი რომ გასახდელის კონტროლი იდეალურად შეუძლია, ვინის ზიდანი არ სწყალობდა, ანჩელოტიმ კიდევ მონსტრად აქცია, ბენზემას ინტერვიუები ყველას გვახსოვს ვინიზე, მაგრმ ერთ წელიწადში დამანგრეველი დუეტი შექმნა პაპა კარლომ ამ ორისგან. ალონსოს ჯერ ავტორიტეტი არ აქვს იმხელა რომ გასახდელი მართოს.


9

22 სექტემბერი 2025 20:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 35

 ვინი თუ წავა არ იქნება პრობლემა, მაინც მბაპეს ყოფნაში ეგ ოქროს ბურთს ვერ მოიგებს და ამიტომ მბაპე გადავა მარცხნივ და პერესი მოგვიყვანს ჰალანდს იმედია სეზონის ბოლოს თუ ესე მოხდა ))  ამას უნდა რომ როდრიგო იჯდეს სულ სკამზე და არც მოიხოდოს , თან პენალტებს რომ მბაპე ასრულებს ეგეც არ მოსწონს და ლიდერობაზეც ექნება პრეტენზია  , ვნახოთ ვინ აჯობებს მარცხენა მხარეს როდრიგო თუ ვინი ))


10

22 სექტემბერი 2025 22:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 173
22 სექტემბერი 2025 20:28, CR7-GB11-BEST-711 says:

 ვინი თუ წავა არ იქნება პრობლემა, მაინც მბაპეს ყოფნაში ეგ ოქროს ბურთს ვერ მოიგებს და ამიტომ მბაპე გადავა მარცხნივ და პერესი მოგვიყვანს ჰალანდს იმედია სეზონის ბოლოს თუ ესე მოხდა ))  ამას უნდა რომ როდრიგო იჯდეს სულ სკამზე და არც მოიხოდოს , თან პენალტებს რომ მბაპე ასრულებს ეგეც არ მოსწონს და ლიდერობაზეც ექნება პრეტენზია  , ვნახოთ ვინ აჯობებს მარცხენა მხარეს როდრიგო თუ ვინი ))

Ჰალანდი მბაპე ჩემი აზრით ცუდი დუო იქნება ორივე გოლზე წავა ხან ერთი გაბრაზდება პასი არ გამიკეთეო და მასე ვერ გაუგებენ ერთმანეთს ჩემი აზრით ამიტომ შეტევაში ჩემი აზრით არავინ არაა მოსაყვანი ვინი თუ წავიდა წინ გონსალოს დააყენებ და განვითარდება ბავშვი


11

23 სექტემბერი 2025 08:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 665

ვინი მთავარი პრობლემაა გუნდში და ჯობია ზამთარშივე გაყიდონ.მოხნა მართლა ტვინი თავის უსაქციელობით.თან ეს კანეცი ვერა და ვერ ისწავლა ამ ჩემის რომარიომ.))))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (113)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)