რაულ ასენსიო:„ვცდილობ, პროგრესი ვაჩვენო და შესაძლებლობები გამოვავლინო“

რაულ ასენსიომ ბერნაბეუზე გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ გავიმარჯვეთ, თანაც ისე, რომ გოლი არ გაგვიშვია, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია. 3 ქულის მოპოვებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და მივიჩნევთ, რომ ლიდერობა უნდა შევინარჩუნოთ.“

„პირად დონეზე კმაყოფილი ვარ. სასტარტო შემადგენლობაში დიდი ხანია არ მითამაშია, დიდი მადლობა მთავარ მწვრთნელს ბოძებული შანსისთვის.“

„მილიტაო არაჩვეულებრივი ფეხბურთელია. დღეს 2 ლამაზი გოლი ვიხილეთ, თუმცა მე უპირატესობას ბრაზილიელის გოლს მივანიჭებდი. ასეთი მომენტის გოლად გარდასახვა ურთულესია.“

„მთავარი მწვრთნელი მოითხოვს მუდმივ ინტენსივობას და ჯგუფურ ძალისხმევას, ჩვენ კი ვცდილობთ, მისი მითითებები ზედმიწევნით შევასრულოთ.“

„მთავარ გუნდში მეორე სეზონს ვატარებ. შარშან დიდი გამოცდილება მივიღე, ახლა კი ვცდილობ, რაც შეიძლება დიდი პროგრესი ვაჩვენო და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყო.“

  • Madridista
  • 20 სექტემბერი 2025
  • 686
  • 2

1

20 სექტემბერი 2025 22:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 943

სხვათაშორის არ იყო ცუდი ნაღდად ასენსიო იმედია ასე გააგრძელებს და სკამისთვის მაგრად მენანება


2

21 სექტემბერი 2025 00:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 242
20 სექტემბერი 2025 22:38, ilarioni says:

სხვათაშორის არ იყო ცუდი ნაღდად ასენსიო იმედია ასე გააგრძელებს და სკამისთვის მაგრად მენანება

მომატების პრესპექტივა აქ და რა ვიცი სასტარტოსთვის ჯერ ბევრი უკლია აი წინაზე რამოსი რო გავხადეთ მერე პარიზთან ისე ითამაშა რამის გუნდისან გაუშვეს და კარიერეა დაასრულებინეს მარა იმედია მოუმმატებს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (113)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)