კარვახალი:„ლიდერები ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ“

დანიელ კარვახალმა „ესპანიოლის“ დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ლიდერები ვართ და ასე უნდა გავაგრძელოთ. ლა ლიგის სასტარტო ხუთი დაპირისპირება მოვიგეთ და მეექვსეს მოსაგებადაც ვიბრძოლებთ.“

„გუნდს აქვს მებრძოლი სული. სანტიაგო ბერნაბეუზე აბსოლუტური უპირატესობა გვქონდა და აქტივში 3 ქულის ჩაწერა დავიმსახურეთ.“

„ეტაპობრივად ვიაზრებთ და ვიზიარებთ კონცეფციას, რომელიც ჩაბი ალონსოს აქვს. ესპანელი საკუთარი სტილის დამკვიდრებას ახერხებს, თუმცა ამას გარკვეული დრო რა თქმა უნდა სჭირდება.“

„მსურს, ბოდიში მოვუხადო ქომაგებს იმისთვის, რომ „მარსელთან“ დაპირისპირებაში წითელი ბარათი მივიღე და გუნდის ამოცანა გავართულე. ევროსარბიელზე მატჩის გამოტოვება მომიწევს, თუმცა ლა ლიგაში ბოლომდე დავიხარჯები.“

„ედერ მილიტაომ და კილიან მბაპემ ერთმანეთზე ლამაზი გოლების გატანა შეძლეს. ეს მართლაც დაუვიწყარი მომენტები იყო.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 4
2 ბუჩანანი 3
3 ლისო 3
4 რაფინია 3

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (176)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)