ჩაბი ალონსო:„მბაპეს სპეციალური დავალება მივეცი“
ჩაბი ალონსომ „ესპანიოლის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება, რომელიც ძალიან გვჭირდებოდა. აქტივში 3 ქულის ჩაწერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან ლიდერობა გვსურს. ვერ ვიტყვი, რომ ესთეთიკის თვალსაზრისით მოწოდების სიმაღლეზე ვიდექით, თუმცა ჩვენ ვაჩვენეთ სტაბილური ფეხბურთი. გოლი არ გაგვიშვია, არც გაძევება გვინახავს, მთელ მატჩს ვაკონტროლებდით და მოგება დავიმსახურთ. ახლა უკვე შეგვიძლია ვიფიქროთ შემდეგ დაპირისპირებაზე, რომელიც საკმაოდ მალე გვაქვს ჩასატარებელი.“
„ჯუდის პოზიცია შემტევი ნახევარმცველია, ის უნდა ეხმარებოდა თავდასხმის ხაზს. მას აქვს მოძრაობის კარგი დიაპაზონი და შესაძლებლობების დიდი არეალი. რაც შეეხება ედუარდო კამავინგას, ფრანგი ნახევარდაცვის რამდენიმე წერტილში შეგვიძლია გამოვიყენოთ. მიხარია, რომ ისინი დაბრუნდნენ, ნახევარდაცვის რესურსი ახლა მნიშვნელოვნად გაზრდილია.“
„ვინისიუსს გოლი არ გაუტანია, მაგრამ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. ბრაზილიელი ფეხბურთელი სისწრაფეებს ანვითარებდა და მაქსიმალურად ცდილობდა სხვებისთვის სივრცის გათავისუფლებას.“
„ფრანკო მასტანტუონოს მეტი თამაში სურდა, მაგრამ შევცვალე, რადგან რესურსი უნდა გადავანაწილო. ჩვენ სულ მალე კვლავ ლა ლიგის მატჩი გველის და ენერგიის აღდგენა უნდა შევძლოთ.“
„კმაყოფილი ვარ რაულ ასენსიოს თამაშით, ესპანელი ძალიან სტაბილური იყო და მილიტაოსთან ერთად საიმედო დაცვის დუეტს ქმნიდა. ის, რომ ასენსიოს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გარკვეული ხარვეზები ჰქონდა, აბსოლუტურად არაფერს ცვლის, რაული საჭირო მოთამაშეა და ეს დღესაც დაამტკიცა.“
„მასტანტუონოს პირველი გოლი? ეს მალე მოხდება, სანერვიულო ნამდვილად არაფერია. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ის მხოლოდ 18 წლის არის და მადრიდში ცოტა ხნის წინ მოვიდა. არგენტინელი ფეხბურთელი გარკვეული დროის გასვლის შემდეგ საოცარ ხარისხს აჩვენებს, ის ძალიან ნიჭიერია.“
„არდა გიულერი და ჯუდი ერთ პოზიციაზე თამაშობენ, თუმცა თურქს შეუძლია ოდნავ უკან დაწევა და სიღრმეში თამაში, ინგლისელი კი მეტად შემტევია. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მივიღებ, თუმცა იქნება მატჩები, სადაც არდაც და ჯუდიც სასტარტოში იქნებიან და ერთად ითამაშებენ, მე ვხედავ ამ შესაძლებლობას.“
„გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ბრწყინვალედ ასრულებენ შორეულ დარტყმებს და ჩვენ ეს კომპონენტი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.“
„მბაპეს სპეციალური დავალება მივეცი, რომ ოდნავ სიღრმიდან ეთამაშა და ტიპიური ცენტრ-ფორვარდი არ ყოფილიყო, მან ამ დავალებას ბრწყინვალედ გაართვა თავი და ხშირად შეტევებსაც იწყებდა, მას აქვს სისწრაფე და ტექნიკა, რაც უფრო მრავალფეროვანს ხდის.“
„ჩვენ აუცილებლად მოვუმატებთ, ეტაპობრივი პროგრესი გვექნება და ვეცდებით, გულშემატკივრებს დიდი სიამოვნება მივანიჭოთ.“
- დღეს, 20:58
- 55
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.