ალონსო:„ლიდერობა უნდა განვიმტკიცოთ, ამისთვის მოგებებია საჭირო“

ჩაბი ალონსომ „ესპანიოლთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ლიდერები ვართ და პირველ ადგილს შენარჩუნება სჭირდება, სწორედ ამიტომ ყურადღება და გამარჯვება გვმართებს. „ესპანიოლი“ ისტორიული გუნდია, რომელსაც სამეფო კლუბი კარგად იცნობს. მივიჩნევ, რომ გამარჯვება შეგვიძლია, გუნდი კარგად მოემზადა, მომწონს ტემპი და დინამიკა.“

„საბრძოლველად მზად ვართ. შიდა ჩემპიონატის მოგება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც თითოეულ ქულას მაქსიმალურ ყურადღებს უთმობ სტაბილურად გამოდიხარ.“

„ჰაუსენის და რუდიგერის გარეშე რა თქმა უნდა პრობლემები გვაქვს, თუმცა გუნდში მოიძებნება შესაბამისი რესურსი, ჩვენ დაცვაში სხვა ხერხებს მივმართავთ. დინი 1 მატჩის შემდეგ დაბრუნდება, ანტონიოს გარეშე თამაში კი კიდევ დიდხანს მოგვიწევს.“

„ვეთანხმები ჰაუსენის განცხადებას, ის მაინც დასაჯეს, თუმცა ამის პარალელურად ჩათვალეს, რომ საქმეში VAR სისტემა უნდა ჩართულიყო. დამეთანხმებით, საქმე გვაქვს ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებთან.“

„მასტანტუონო არგენტინის 20 წლამდელთა ნაკრებში? დიახ, განაცხადი გამოქვეყნდა, სადაც მადრიდელი არ არის. ამის შესახებ კომენტარი დაახლოებით ერთი კვირის წინ გავაკეთე, ის მადრიდში დარჩება და ჩვენს მატჩებს არ გამოტოვებს.“

„ტაქტიკური თვალსაზრისით კიდევ ბევრი ასპექტია გასაუმჯობესებელი, მაგრამ ამისთვის დრო დაგვჭირდება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ საუკეთესო შედეგები მივიღოთ.“

„მე ახალი მწვრთნელი ვარ, ფეხბურთელებისთვის ბევრი რამ სიახლეა. მთავარი ის არის, რომ იდეების განხორციელებას ხელი არ ეშლება და მოთამაშეებისთვის ყველაფერს გასაგებად ვსაუბრობ.“

„ბელინგემის დაბრუნდება რა თქმდა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ნიჭი, რომელიც ინგლისელს აქვს, ფასდაუდებელია. ვფიქრობ, ჩვენი რესურსი ჯუდთან ერთად კიდევ უფრო გაიზრდება და წარმატებას მივაღწევთ.“

„ენდრიკმა დიდხანს იუქმა, თუმცა ვარჯიში განაახლა. მას დიდი კონკურენციის პირობებში უწევს ყოფნა, თუმცა არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ სათამაშო დროს  ყველა მიიღებს.“

„ტაქტიკურ ცვლილებებზე ახლა საუბარს არ ვაპირებ. ჩვენ ყოველთვის ვამუშავებთ ალტერნატიულ გეგმებს და გვსურს, მრავალფეროვანი ფეხბურთის ჩვენება.“

„ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში არც ტრენტ ალექსანდერ არნოლდი გვეყოლება და არც დანიელ კარვახალი, ეს აუცილებლად გამოიწვევს ცვლილებებს, მაგრამ მზად ვართ, განსხვავებული შემადგენლობაც გამოვცადოთ.“

„ალექსანდერ არნოლდს ყველა გვერდში უდგას. ინგლისელის დაზიანება საკმაოდ მზიმე აღმოჩნდა, რაც ჩვენთვის რთული აღსაქმელი იყო. ექიმები ყველაფერს გააკეთებენ ტრენტის საუკეთესო ფორმაში ჩასადგომად, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, ამას დასჭირდება დრო.“

„ყველა მატჩის წინ საუკეთესო თერთმეტეულის შერჩევას ვცდილობ. სრულიად მესმის, რომ ყველა მოთამაშეს სასტარტო შემადგენლობაში ყოფნა სურს. ეს ბუნებრივია, მაგრამ რა თქმა უნდა, ასე ვერ მოხდება.“

„ვინისიუს ჟუნიორს ჩემთან არანაირი გაუგებრობა არ აქვს, ბრაზილიელი ფეხბურთელი კარგად ვარჯიშობს და საუკეთესო ფორმაში ეტაპობრივად შევა.“

„მბაპეს გოლები არ მაკვირვებს, ის მულტიფუნქციური ფეხბურთელია, რომელმაც იცის პოზიციის შერჩევა, ფლობს საოცარ სისწრაფეს და ტექნიკას, რაც ხშირ შემთხვევაში ძალიან ეხმარება.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 4
2 ბუჩანანი 3
3 ლისო 3
4 რაფინია 3

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (166)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)