„ესპანიოლთან“ მატჩისთვის ყველაფერი მზად არის
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ საწვრთნელ ბაზაზე და „ესპანიოლთან“ დაპირისპირებისთვის ფინალური ვარჯიში გამართეს.
სესია სატრანაჟორო დარბაზში დაიწყო, სადაც ფეხბურთელებმა აქცენტი ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე გააკეთეს.
შემდეგ გუნდმა მწვანე მინდორზე გადაინაცვლა, სადაც დიდი ყურადღება დაეთმო კარში დარტყმებს, სტანდარტულებს, პრესინგს და მოკლე სივრცეში კომბინაციურ თამაშს.
შეკრებაზე ალონსომ 2 კანტერანო იხმო.
ჯუდ ბელინგემი, ედუარდო კამავინგა და ენდრიკ ფელიპე გუნდთან ერთად სრულფასოვნად იტვირთებიან.
რუდიგერის, ფერლან მენდის და ტრენტ ალექსანდერ არნოლდის აღდგენითი პროცესი გრძელდება.
შეგახსენებთ, „რეალისა“ და „ესპანიოლის“ შეხვედრა შაბათს, 20 სექტემბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე აიღებს სტარტს.
- დღეს, 14:53
- 65
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.