ბელინგემთან ერთად ტაქტიკაც იცვლება
ფაქტია, რომ ჯუდ ბელინგემი სათადარიგო სკამზე ვერ დაჯდება, მადრიდის „რეალის“ ძირითად შემადგენლობაში კი ადგილი ფაქტობრივად არ არის.
ჩაბი ალონსო ტაქტიკურ მონახაზს ყველა ვარიანტში შეცვლის.
მაღალი ალბათობით, ბელინგემის დაბრუნებასთან ერთად შემცირდება არდა გიულერისა და ფრანკო მასტანტუონოს სათამაშო დრო.
„„რეალი“ 4-4-2 სქემას ახლა უფრო ხშირად გამოიყენებს, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდა. ასევე 4-3-3 სისტემა გადაეწყობა 4-2-3-1 სისტემაზე, სადაც ინგლისელი ფეხბურთელი კილიან მბაპეს უკან ითამაშებს.
„ბლანკოსის“ ნახევარდაცვაში ფედერიკო ვალვერდე და ორელიან ჩუამენი ხელშეუხებლები არიან, სწორედ ამიტომ, ამ რგოლში ცვლილებები არდას შეეხება.
„ესპანიოლთან“ მატჩში ბელინგემი სასტარტოში არ განიხილება, თუმცა ის სათამაშო დროს აუცილებლად მიიღებს, რის შემდეგაც უფრო ნათელი გახდება მონახაზი, რომელსაც ბასკი სპეციალისტი შეიმუშავებს.
- 19 სექტემბერი 2025
- 1 701
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




