ალონსო:,,ვინი? როტაცია კვლავ იქნება"

ჩაბი ალონსომ „მარსელთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„გამარჯვებით ბედნიერი ვარ. 3 ქულა მნიშვნელოვანი იყო, თანაც საშინაო არენაზე ვთამაშობდით. ძალიან არასასიამოვნოა, როდესაც 10 ფეხბურთელით ვრჩებით. არ შევაფასებ მსაჯის გადაწყვეტილებას და არ გამოვიწვევ დამატებით სპეკულაციებს. კარვახალი დიდი დანაკლისი იყო და ჩვენ მატჩის სქემა შევცვალეთ.“

„კილიან მბაპე? ის საოცარი ფეხბურთელია, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ და მოედანს გოლის გარეშე არ ტოვებს. ბედნიერი ვარ თამაშის ხარისხით, რომელსაც ფრანგი მოთამაშე აჩვენებს.“

„ვინისიუსის სკამზე დატოვება? ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს, ჩვენ გვაქვს ინტენსიური კალენდარი და გვჭირდება რესურსის სწორი ათვისება. ბრაჰიმმა, გონსალომ და როდრიგომ საჭიროება უნდა იგრძნონ, თამაშის დროს ყველა მიიღებს. ვინი სკამზე კიდევ დარჩება, რადგან ენერგიის სწორად გადანაწილებაა საჭირო, აღნიშნული როტაციები სხვა მოთამაშეებსაც შეეხებათ.“

„მქონდა თუ არა საუბარი ვინისიუსთან? რა თქმა უნდა, თუმცა პრივატული საუბარი პრივატულად დარჩება, ეს არის გარეთ გამოსატანი საკითხი. ფეხბურთელებთან ყოველთვის ვცდილობ ბევრ საუბარს.“

„არდა გიულერის შეცდომაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, მან მთელი მატჩის განმავლობაში ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა.“

„არ მსურს ტრენტის ტრავმაზე საუბარი. სჯობს, დაველოდოთ ექიმებს და სამედიცინო ტესტირებას. წინასწარ დასკვნების გამოტანა არაფერს მოგვცემს.“

„3 ცენტრალური მცველით თამაში? ეს სრულიად შესაძლებელია, ჩვენ გვაქვს შესაბამისი რესურსი, მოთამაშეებს კი ვერტიკალური ფეხბურთის ჩვენება შეუძლიათ.“

„კამავინგა და ჯუდ ბელინგემი თამაშში არ ჩავრთე, მათი საჭიროება არ დამდგარა, რისკები კი თავიდან ავირიდე. ლა ლიგის მომდევნო ტურში ორივე მოთამაშე ხელმისაწვდომი იქნება.“

  • Madridista
  • 17 სექტემბერი 2025
  • 4 492
  • 2

1

17 სექტემბერი 2025 12:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 736

ვინი გასვლით თამაშებში დაასვენე ხოლმე ჯობია, ბერნაბეუზე სულ სხვა მოტივაცია აქვს, არავინ უსტვენს და პროდუქტიულიცაა.

ხასიათის ტიპი რომ არის ეგ ფაქტია და ეხლა მაგასთან ჯინში ჩადგომას ჯობია გამოუცხადო მხარდაჭერა და გახსნა ბოლომდე


2

17 სექტემბერი 2025 16:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 110
17 სექტემბერი 2025 12:47, Batumski says:

ვინი გასვლით თამაშებში დაასვენე ხოლმე ჯობია, ბერნაბეუზე სულ სხვა მოტივაცია აქვს, არავინ უსტვენს და პროდუქტიულიცაა.

ხასიათის ტიპი რომ არის ეგ ფაქტია და ეხლა მაგასთან ჯინში ჩადგომას ჯობია გამოუცხადო მხარდაჭერა და გახსნა ბოლომდე

მაგიტო დასეირნობდა

 დასვენებული რომ შემოვიდა 63 ე წუთზე ხო ბერნაბეუზე იყო ხო არ იყო დაღლილი ეს ეხა არის პოპულარალუი ტიპმა რეალში ისწავლა თამაში გაიხსენე ვინ იყო და როგორ თამაშობს თუ შარშან წინ არ დაიწყე ყურება მარა პრესინგი მაინც არ ეკადრება მაიმუნს 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (36)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)