ვალვერდე:„ჩაბიმ იცის, რომ ამ პოზიციაზე თამაში არ მომწონს“
ფედერიკო ვალვერდემ „მარსელის“ დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„მსაჯების თემას ახლა ხაზს ვერ დავუსვამ, რადგან ეს ცხელი საკითხია. რა თქმა უნდა, დიდი ზიანი მივიღეთ, როდესაც დანიელ კარვახალს მოედანი დაატოვებინეს, მისი მწვანე მინდორზე ყოფნა ბევრს ნიშნავდა.“
„მარჯვენა მცველობა? ჩაბიმ იცის, რომ ამ პოზიციაზე თამაში არ მომწონს, თუმცა როდესაც გუნდს ძალიან სჭირდება, ნებისმიერ ადგილზე დავდგები. მე ვარ ნახევარმცველი, რომელმაც კაზემიროსგან, კროოსისგან და ლუკა მოდრიჩისგან დიდი გამოცდილება მიიღო. საუკეთესო ფეხბურთს მოედნის ცენტრში ვაჩვენებ.“
„კილიან მბაპე საოცარ ფორმაშია და ყველა მატჩში ახერხებს გოლის გატანას. მიხარია, რომ ის თავს ბედნიერად გრძნობს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ფრანგისთვის რაც შეიძლება მეტი მომენტის შესაქმნელად.“
- დღეს, 11:17
- 116
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.