კოენტრაუ:„„რეალი“ ამ სეზონში ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს“
ფაბიო კოენტრაუმ მადრიდის „რეალსა“ და ჩაბი ალონსოზე ისაუბრა.
„მიხარია, რომ სამეფო კლუბს სათავეში ჩაბი ალონსო ჩაუდგა. ის ძალიან ძლიერი ტაქტიკოსი იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თანაგუნდელები ვიყავით. ესპანელს ფეხბურთის სხვანაირი გააზრება აქვს, ის ყველა წერტილს მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რაც თავისთავად ძალიან ბევრს ნიშნავს.“
„ამ სეზონში „რეალისგან“ ყველა ტიტულის მოგებას ველი. მესმის, რომ ჩაბი ახლა მოვიდა, თუმცა მან უკვე დაატყო საკუთარი ხელი გუნდს.“
„„რეალს“ აქვს აგრესიული გუნდის ელფერი, რომელიც ყველა მომენტში ყველა ბურთისთვის იბრძვის, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.“
„ნამდვილად არ ვიცი, რამდენ ხანს დარჩება ალონსო „მერენგების“ სადარაჯოზე, თუმცა მას ბერნაბეუზე დიდხნიანი მუშაობის კარგი პერსპექტივა აქვს.“
- 16 სექტემბერი 2025
- 484
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




