როდრიგო უკმაყოფილოა
როდრიგო გოეშის სათამაშო დრო მიმდინარე სეზონში მინიმალურია.
ბრაზილიელი ფეხბურთელი უკმაყოფილოა მოცემულობით, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს. გოეში ჩაბი ალონსოს შეუთანხმდა, რომ მისი პოზიცია მარცხენა შემტევია, მაგრამ მუდმივად სათადარიგო სკამზე ჯდომა როდრიგოს გეგმებში არ შედის.
ფაქტი ის არის, რომ ჩაბი უპირატესობას ვინისიუსს, მბაპეს და მასტანტუონოს ანიჭებს, საქმეში ვიხილეთ ბრაჰიმ დიასიც, როდრიგოს დრო კი მართლაც მინიმალურია.
ლა ლიგაში ჩატარებული 4 ტურის თავზე გოეშის აქტივში 81 წუთია, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება თანაგუნდელების შედეგებს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გოეში სკამზე დაიწყებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის დაპირისპირებასაც.
- 16 სექტემბერი 2025
- 947
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



