დე ძერბი:„ბერნაბეუზე ვიზიტი ყოველთვის ემოციურია“

„მარსელის“ მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო დე ძერბიმ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ ვიცით, რა დონის გუნდთან გვიწევს შეხვედრა. „მარსელის“ ყველა ფეხბურთელის მოტივაცია ამაღლებულია, ვინაიდან მეტოქე მადრიდული გრანდია, თანაც სანტიაგო ბერნაბეუზე. ვიცით, რომ ამ არენაზე თამაში ურთულესია.“

„ბერნაბეუზე პირველად არ ვიქნები, აქ ვიზიტი ყოველთვის ემოციურია. ვფიქრობ, საინტერესო საღამო გამოვა.“

„ფეხბურთელებს მივეცი კონკრეტული დავალებები, ჩვენ არ ვაპირებთ შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთის ჩვენებას, ყველაფერს გავაკეთებთ მაქსიმალური შედეგების მისაღწევად.“

„შემადგენლობაში რამდენიმე დანაკლისი გვაქვს, მაგრამა არსებული რესურსით უნდა ვეცადოთ ფონს გასვლას. ვიცით, რომ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ ამასთან ერთად არ მოვაკლოთ ყურადღება შეტევით პოტენციალს.“

„ჩაბი ალონსო შესანიშნავი სპეციალისტია მკაფიო იდეებით, მას უყვარს ბურთის ფლობა, დინამიური ფეხბურთის ჩვენება და შეტევა. დარწმუნებული ვარ, ესპანელი მწვრთნელი „ბლანკოსში“ დიდ წარმატებებს მიაღწევს.“


1

1 hour above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 680

სხვათაშორის დე ძერბის სათამაშო სტილიც საინტერესოა, რაღაცით ალონსოსაც გავს. არ იცის ყრუ დაცვა და ასე შემდეგ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 4
2 ბუჩანანი 3
3 ლისო 3
4 რაფინია 3

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (132)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)