ბექჰემი:„ჩაბი ალონსო ძალიან ეფექტური მწვრთნელი იქნება“

დევიდ ბექჰემმა ჩაბი ალონსოზე ისაუბრა და მისი არაერთი მნიშვნელოვანი დადებითი თვისება ხაზგასმით აღნიშნა.

„დღევანდელი ფეხბურთელი მეტწილად ფიზიკურ მომზადებაზეა ორიენტირებული და არა ტაქტიკურზე, ჩაბი კი სინთეზურად მუშაობს, მისთვის ინტენსიური თამაშის, სისწრაფე და პრესინგი ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერთან ერთად კი ის სწრაფ ტექნიკურ და ტაქტიკურ კომბინაციებს ამუშავებს. ძალიან მომწონს ბასკის მიდგომები და მივიჩნევ, რომ ის „რეალმა“ სწორ დროს დანიშნა.“

„ეპოქა, რომელიც კარლო ანჩელოტიმ მადრიდულ გრანდში შექმნა, მართლაც დაუვიწყარია, მაგრამ იტალიელი ადრე თუ გვიან წავიდოდა, ჩაბი კი იდეალური ვარიანტია.“

„მე მომწონს ესპანელი ლეგენდის მიდგომები, ის ფეხბურთელებს ბევრს ესაუბრება, რაც ახალგაზრდებისთვის ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.“

„ძალიან მიხარია, რომ მადრიდულ გრანდში ახალი ფეხბურთელები მივიდნენ. ჯუდ ბელინგემი ინგლისის მარგალიტია და მას დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს, გარდა ამისა გუნდს ტრენტ ალექსანდერ არნოლდიც დაემატა.“

„რას ველი სამეფო კლუბისგან? არ ვიცი, მოიგებს თუ არა ალონსო ყველა ტიტულს, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ის ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგას შორის ერთ-ერთს აუცილებლად მოიგებს.“

„რომელი გუნდია ჩემი ფავორიტი ევროსარბიელზე? სერიოზულად ვფიქრობ, რომ „რეალს“ ყველაზე მეტი შანსი აქვს. გუნდი მე-16 თასისთვის იბრძოლებს.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 4
2 ბუჩანანი 3
3 ლისო 3
4 რაფინია 3

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (132)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)