ჩუამენი:„ახალ სეზონში მწვერვალების დაპყრობას ვაპირებთ“

ორელიან ჩუამენიმ „მარსელთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

„იმედი გვაქვს, მადრიდული გრანდი ჩემპიონთა ლიგას საუკეთესო მატჩით დაიწყებს.“

„8 გუნდში მოხვედრა? ეს მინიმალური პროგრამაა, ჩვენ ყველა მატჩის მოგება გვსურს.“

„მე ვფიქრობ, რომ მსაჯები ყოველთვის ცდილობენ საუკეთესო ხარისხის ჩვენებას, მაგრამ ხანდახან შეცდომებს უშვებენ.“

„ჩაბი ალონსო არაერთ განსხვავებულ დავალებას მაძლევს, ჩემი მიზანი ახალ სისტემასთან ადაპტაცია და შესაძლებლობების გამოვლენაა.“

„თანაგუნდელები ბედნიერები არიან, ვცდილობთ, მაქსიმალურად ავუწყოთ ფეხი ტემპს, რომელსაც მთავარი მწვრთნელი გვთავაზობს. არ ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი მაქსიმუმია, გუნდმა კიდევ უნდა მოუმატოს.“

„„რეალის“ მიზანი ყოველთვის ბევრი ტიტულის მოგებაა. ამ გუნდში სტანდარტები არასდროს იცვლება.“

„შეიცვალა ფილოსოფია და მიდგომები, შეიცვალნენ ფეხბურთელები. ვფიქრობ, ამ სეზონში გუნდის რესურსი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რადგან ახალი ფეხბურთელები დაგვემატნენ.“

„გასულ სეზონში მბაპეს ბევრი გოლი გაჰქონდა, ახალ სეზონში კი კიდევ უფრო მეტს გაიტანს, ის საოცარ ფორმაშია.“

„„მარსელი“ საკმაოდ რთული მეტოქეა, ჩვენ ამას ვაცნობიერებთ და ვიცით, რომ საქმეს ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ.“

„მაქსიმალურად ვეცდებით, პირველი შეხვედრა ეფექტური გამოვიდეს, სადაც „ბლანკოსი“ პირველ 3 ქულას ჩაიწერს ჩემპიონთა ლიგის აქტივში.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 4
2 ბუჩანანი 3
3 ლისო 3
4 რაფინია 3

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (125)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)