ჩაბი ალონსო:„პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვოცნებობ“

ჩაბი ალონსომ „მარსელთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია. ეს იქნება ჩემი პირველი მატჩი ამ ტურნირზე „რეალის“ მწვრთნელის რანგში, რაც ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს. ეს არის მოტივაცია, რომელსაც საზღვარი არ აქვს. ბერნაბეუზე შეკრებილ პუბლიკას არაერთი მაგიური საღამო ახსოვს.“

„დოპინგ კონტროლი? მსგავსი რამ ხშირად ხდება. ჩვენ ბევრი არაფერი შეგვიცვლია, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.“

„ვინისიუსის შეცვლა? 10 ფეხბურთელით ვთამაშობდით და დაცვითი პოტენციალის მნიშვნელოვანი ზრდა გვესაჭიროებოდა, სხვა მიზეზი არ არსებობს, ბრაზილიელს ავუხსენი, რატომ დასვსი სკამზე.“

„დანიელ კარვახალი გუნდში ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, მას ყველა პატივს სცემს. მიხარია, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა უმძიმესი ტრავმის მიუხედავად არ დაკარგა ტემპი.“

„„ლა დესიმა“ დაუვიწყარი იყო, არასდროს დამავიწყდება ის მომენტები, ვინაიდან „რეალს“ წლების მანძილზე არ ჰქონდა ჩემპიონთა ლიგა მოგებული, ამის შემდეგ კი დაიწყო ზინედინ ზიდანის საოცარი ერა და ჰეთ-თრიკი ევროსარბიელზე.“

„გასტროენტერიტის გამო კილიან მბაპეს გამოსვლა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე არ იყო ისეთივე ეფექტური, როგორიც ამ სეზონის სტარტი. ახლა ფრანგის სახით ნამდვილი ლიდერი გვყავს.“

„მბაპესთან ერთად შეტევას მნიშვნელოვნად აძლიერებენ როდრიგო, ვინისიუსი, ბრაჰიმ დიასი და მასტანტუონო. ჩვენ კარგი რესურსი გვაქვს შეტევის ხაზში.“

„ჩემპიონთა ლიგის მოგება რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი, ჩვენ ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ. თუ პირველივე სეზონში მოვიგებ ჩემპიონთა ლიგას, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არავინ იქნება.“

„ტრავმირებული მოთამაშეების ნაწილი მალე იქნება ჩემს განკარგულებაში, ზოგიერთს კი პროცესის გაგრძელება მოუწევს.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 4
2 ბუჩანანი 3
3 ლისო 3
4 იამალი 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (124)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)