რონსერო:„„რეალი“ მობულურ ფეხბურთს თამაშობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“
ტომას რონსერომ „სოსიედადისა“ და „რეალის“ დაპირისპირება შეაფასა.
„„ანოეტაზე“ თამაში არცერთი გუნდისთვის არ არის მარტივი და გამონაკლისი ვერც მადრიდული გრანდი იქნება. მიხარია, რომ ჩაბი ალონსოს გუნდმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულის მოპოვება შეძლო.“
„10 ფეხბურთელით თამაში ისეთი სწრაფი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც „სოსიედადია“, მარტივი ვერ იქნება.“
„დინ ჰაუსენის გაძევებასთან დაკავშირებით საფეხბურთო წრეებში ორაზროვნებაა, არ მიკვირს, რომ „რეალს“ პრეტენზიები აქვს. არც ის მიკვირს, რომ მსაჯის გადაწყვეტილება ჩაბი ალონსომ გააპროტესტა.“
„კილიან მბაპეს თამაში ნამდვილად იმსახურებს ქებას. ფრანგმა სეზონი ძალიან ეფექტურად დაიწყო, ფაქტია, რომ ის ძალიან მოტივირებულია.“
„ჩემი აზრით, ლა ლიგაში მბაპეს კონკურენტი ვერ ეყოლება და ამ სეზონშიც „პიჩიჩი“ გახდება, თანაც ძალიან ბევრი გოლით.“
- დღეს, 13:15
- 79
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.