ჩუამენი:„მბაპე წარმოუდგენელ ფეხბურთს აჩვენებს“
ორელიან ჩუამენიმ „სოსიედადთან“ დაპირისპირება შეაფასა.
„ყოველთვის, როცა აქ მოვდივართ, ვიცით, რომ რთული მატჩი გველის. „სოსიედადი“ საშინაო არენაზე ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯება და ქომაგების მხურვალე მხარდაჭერის კვალდაკვალ ცდილობს ქულების მოპოვებას.“
„„რეალმა“ კარგად დაიწყო, მაგრამ დინ ჰაუსენის გაძევების შემდეგ ამოცანა გართულდა.“
„საბედნიეროდ, გუნდმა იპოვა ძალა იმისთვის, რომ 60 წუთზე მეტი 10 ფეხბურთელით ეთამაშა. მთავარი 3 ქულაა, რომელიც აქტივში ჩავიწერეთ.“
„ვტკბები ყოველი დღით, რომელსაც მადრიდულ გრანდში ვატარებ. ჩემთვის დიდი პატივია მსოფლიოს საუკეთესო კლუბში 150 შეხვედრის ჩატარება.“
„კილიან მბაპე წარმოუდგენელ დონეზე თამაშობს, ის საოცარ ფორმაშია და დარწმუნებული ვარ, სეზონის შუა და გადამწყვეტ ეტაპზე, კიდევ უფრო მეტს გააკეთებს. ეჭვი არ მეპარება, „10“-იანი ძალიან ბევრ გოლს გაიტანს.“
„პირად დონეზე კმაყოფილი ვარ. პროგრესს ვაჩვენებ და მჯერ,ა რომ ახალ სეზონში ახალ გამოწვევებს ვუპასუხებ. ჩაბი ალონსოსთან ერთად ახალ დავალებებს ვასრულებ.“
- დღეს, 21:29
- 47
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.