ჩაბი ალონსო:„ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელი ამბავია“

ჩაბი ალონსომ „სოსიედადთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„რამდენჯერმე ვუყურე დინ ჰაუსენის მომენტს და აზრი არ შემიცვლია. ეს ამბავი ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ესპანელი ფეხბურთელი იმსახურებდა ყვითელ ბარათს და არა მოედნიდან გაძევებას. მან მოქმედება კარიდან დაახლოებით 40 მეტრში დაიწყო, სადაც მისი მეწყვილე დამატებით სივრცეებს ფარავდა. დინი არ იყო ბოლო მოთამაშე. სრულიად ბუნებრივია, რომ ესპანელი აღშფოთდა, თუმცა თანაგუნდელებმა გაიმარჯვეს და უკანახაზელს სიურპრიზი გაუკეთეს.“

„წითელმა ბარათმა მატჩის სცენარი შეცვალა, ჩვენ გაცილებით მეტი ბრძოლა მოგვიწია, ვინაიდან ინტენსივობა დავკარგეთ. მადლობა ყველა ფეხბურთელს, ეს 3 ქულა საკმაოდ რთული მოსაპოვებელი გახლდათ.“

„ფრან გარსიას, ალაბას და რაულ ასენსიოს როლი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი იყო. სამივე მოთამაშე კარგად შემოვიდა.“

„ლა ლიგა ძალიან გრძელი ტურნირია. მიხარია, რომ პირველ 4 მატჩში 12 ქულის მოპოვება შევძელით, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სტაბილური სერია და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ ჩემპიონობამდე.“

„რუდიგერის ტრავმა რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ გუნდში არსებობს შესაბამისი რესურსი. რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებ აკადემიის მცველების პროგრესსაც. ასევე მინდა გითხრათ, რომ დაცვის ცენტრში თამაში ალვარო კარერასსაც შეუძლია.“

„სანამ „სოსიედადს“ შევხვდებოდი, ამ გუნდის ბოლო მატჩები ვიხილე. ვერ ვიტყვი, რომ მათი თამაშის ხარისხი იმსახურებდა იმ ქულათა რაოდენობას, რაც ბასკურ კლუბს ამ ეტაპზე აქვს დაფიქსირებული. დარწმუნებული ვარ, მე-5 ტურიდან „სოსიედადის“ შედეგები ლა ლიგის ცხრილში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.“

  • Madridista
  • 13 სექტემბერი 2025
  • 3 072
  • 4

1

13 სექტემბერი 2025 21:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 112

ჩემი აზრით არ უნდა დაეჭირა ჰოისენს თან ხედავდა რო მცველი ასწრებდა დაზღვევას თან არც თუ ისეთი სიჩქარე აქვს ორიოსაბალს


2

13 სექტემბერი 2025 22:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 337

წითელმა შეცვალა თამაშის სცენარი, თუმცა გუნდური სულისკვეთება იგრძნობა რაცმთავარია, და ამას პლიუს არარის მხოლოდ დაცვიდან გადაკიდებული პასები საკმაოდ დინამიურად მოქმედებდნენ და აპრესინგებდნენ.

არდა ძაან კაი ბიჭია, ალონსომ სეზონოს სტარტზე თქვა: უნდა შევეგუოთ მის ახალპოზიციაზე ადაპტაციასო, იქნება შეცდომებიც მაგრამ უნდა ვადროვოთ რომ მოერგეს პოზიციასო. ასაკის გათვალისწინებით შემიძლია ვთქვა ნახევარდაცვაში (ჯუდის გარდა) ყველაზე ეფექტური და კრეატიულია, ვისაც ესმით ბურთთან მოპყრობა, უკან დახევის მიუხედავად შესანიშნავი სტატისტიკააქვს.

აი ფედეს ვშიშობ  ჟუნინიოსავით მარტო დარტყმა არ შერჩეს, იმდენი პოზიციური გარდასახვა ქონდა, (ყველა პოზიცია სხვა უნარს მოითხოვს) თითქოს მთავარი იარაღი სირბილი შერჩა, იმედია მოიხოდება უფრო


3

14 სექტემბერი 2025 09:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 645

მეეჭვება ალონსოს რეალის,ძალიან მეეჭვება.ჯობდა ზიდანი დაებრუნებინა პერესს გუნდის მენეჯერათ.


4

14 სექტემბერი 2025 11:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 232

ესეთ ყატა-ყუტა გუნდებთან არაფერი ჩანს რისი მაქნისები არიან, ძლიერთან როცა მოხდება ჯახი - მაშინ გამოჩნდება გუნდის ძალაც

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (36)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)