რუდიგერის არყოფნა განსაკუთრებულ პრობლემებს არ შექმნის

ანტონიო რუდიგერი გუნდს 3 თვით გამოაკლდა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე „რეალში“ კრიზისული სიტუაცია არ არის.

ჩაბი ალონსოს განკარგულებაში ჰყავს ედერ მილიტაო, დინ ჰაუსენი, რაულ ასენსიო და დავიდ ალაბა. ამასთან ერთად, პრობლემატურ სიტუაციაში ორელიან ჩუამენის ცენტრალურ მცველად გამოყენებაც არის შესაძლებელი.

მთავარ მწვრთნელს არ დავიწყებია ხოან მარტინესიც, რომელიც კასტილიაში შესანიშნავად თამაშობს და მთავარი გუნდის ვარჯიშებზეც ხშირად ცხადდება. საჭიროების შემთხვევაში, ბასკი სპეციალისტი შანსს ახალგაზრდა ესპანელსაც მისცემს.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ოქტომბერსა და ნოემბერში სანაკრებო შეკრებების გამო 2-2 კვირიანი პაუზა იქნება, რაც ამ შემთხვევასი რუდიგერის წისქვილზე ასხამს წყალს.

ექიმების ვარაუდით, ანტონიო დეკემბრის პირველ ნახევარში დაბრუნდება, მას 16-18 დაპირისპირების გამოტოვება მოუწევს, თუმცა რომ არა სანაკრებო პაუზები, ეს რაოდენობა 25-ზე მეტი იქნებოდა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 ბუჩანანი 3
3 ლისო 3
4 იამალი 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (99)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)