ალონსო:„ის „რეალის“ ფუნდამენტური ფეხბურთელია“

ჩაბი ალონსომ „სოსიედადთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„საკმაოდ რთული მატჩი გველის, დარწმუნებული ვარ, „სოსიედადი“ საშინაო არენაზე ქულების მოპოვებას დაგეგმავს, ჩვენ კი ლიდერობა უნდა შევინარჩუნოთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია და ეროვნული ნაკრებების შეკრებაზე დაზიანება არავის მიუღია.“

„ენდრიკ ფელიპეს აღდგენითი პროცესი გრძელდება, ბრაზილიელი ფეხბურთელი მწვანე მინდორზე მალე დაბრუნდება.“

„ჯუდ ბელინგემის ვარჯიშს თვალ-ყურს ვადევნებ და ვხედავ, როგორც პროგრესირებს ინგლისელი ფეხბურთელი, მისი დაბრუნება ჯერ ვერ მოხდება. დაველოდოთ ოქტომბერს.“

„შემაჯამებელი ვარჯიში ნამდვილად ინტენსიური იქნება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „ანოეტაზე“ მოწოდების სიმაღლეზე ვიდგეთ.“

„ვინი, მბაპე და როდრიგო სასტარტოში? ეს სავსებით შესაძლებელია. ეს ყველაფერი დამოკიდებულია გუნდის სისტემაზე, მეტოქესა და საჭიროებებზე.“

„მასტანტუონო 20 წლამდელთა ნაკრებში? არგენტინელი ფეხბურთელი გუნდში დარჩება და ადაპტაციის პროცესს განაგრძობს.“

„ფერლან მენდის დასაბრუნებლად კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება, ის ჯერ-ჯერობით ხელმისაწვდომი არ არის და სიფრთხილე გვმართებს.“

„კამავინგა მალე დაბრუნდება, ის „ანოეტაზე“ ჩემს განკარგულებაში არ იქნება, თუმცა უახლოეს მომავალში ვიხილავთ.“

„არის თუ არა მბაპე მთავარი ლიდერი? კილიანი არის „რეალის“ ფუნდამენტური ფეხბურთელი. ფრანგი მოთამაშე, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური თვალსაზრისით შესანიშნავად გრძნობს თავს.“

„ტრენტ ალექსანდერ არნოლდის და დანიელ კარვახალის გუნდში ყოლა დიდი კომფორტია. ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ჩვენ შევძელით ინგლისელის გამადრიდელება, ამ მოთამაშეებს განსხვავებული როლის შესრულება შეუძლიათ, რაც ძალიან ბევრი ვარიაციის საშუალებას გვაძლევს.“

„ბრაზილიელების გარჯით ძალიან კმაყოფილი ვარ. როგორც ვინისიუსმა,ასევე მილიტაომ და როდრიგო გოეშმა ეს პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენეს, ისინი მადრიდში დარჩნენ და ფიზიკური კონდიციები მნიშვნელვნად გაიუმჯობესეს.

„ენდრიკი ბრაზილიაში? ვფიქრობ, კარლო მას ოქტომბერში გამოიძახებს.“

  • Madridista
  • 12 სექტემბერი 2025
  • 2 292
  • 3

1

12 სექტემბერი 2025 17:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 736

მბაპესგან ამ სეზონში ველოდები რომ ძააან მაგრად უნდა გაიხსნას და აბა შენ იცი ჩაბი, არ შეზღუდო და მიაწექი ბოლომდე.


2

12 სექტემბერი 2025 17:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5 933

ანოეტაზე როგორც ყოველთვის არ იქნება მარტივი გასეირნება სრული კონცენტრაცია მართებს ფეხბურთელებს შეიძლება ითქვას პირველი სერიოზული გამოცდა ექნება ალონსოს ამ სეზონში


3

12 სექტემბერი 2025 22:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 112

რუდიგერი დაგვემტვრა სამი თვე არ გვეყოლება ეს ცუდია

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (36)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)