2026 წლიდან სანაკრებო შეკრებების ვადები შეიცვლება

არაერთი ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, 2026 წლიდან სანაკრებო შეკრებების ვადები იცვლება, რაც საკლუბო ფეხბურთის კალენდარშიც განაპირობებს ცვლილებებს.

კერძოდ, ინიციატივის მიხედვით, სექტემბრის და ოქტომბრის შეკრებები გაერთიანდება.

„ფიფაში“ ფიქრობენ, რომ 2026 წლის 23 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე პერიოდი სავსებით საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საკლუბო ფეხბურთმა პაუზა აიღოს და ეროვნულმა ნაკრებებმა 4 თამაში ჩაატარონ.

ახალი ფორმატის მიხედვით, ნაკრებები სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში აღარ შეიკრიბებიან და 2-2 დაპირისპირებას არ გამართავენ. შესაბამისად, 2 მატჩის ნაცვლად ნაკრებები 4 შეხვედრას ჩაატარებენ, რაც საკლუბო ფეხბურთსაც მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას.

ფეხბურთელებს ყოველთვე აღარ მოუწევთ ათასობით კილომეტრის ფრენა და შემდეგ კლუბებში დაბრუნება.

აღნიშნული ინიციატივა ძალაში 2026 წლიდან შევა და მინიმუმ 2030 წლამდე იმოქმედებს.

რაც შეეხება მიზეზებს, სხვა ყველა მიზეზთან ერთად სახელდება მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ვადები და ფინალი, რომელიც 19 ივლისს უნდა გაიმართოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფინალში და ასევე 1/2 ფინალში მონაწილე ფეხბურთელებისთვის დასვენების პერიოდი მნიშვნელოვნად იქნება შემცირებული, სანაკრებო ფორმატის ცვლილება კი კალენდარს შეძლებისდაგვარად გაამარტივებს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.


1

1 hour above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 564

ვიცით ეს რამდენიმე დღეა უკვე:)


2

1 hour above

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 4 196
  • |
  • კომენტარები: 27

არაუშავს, ვინც არ იცის, ის გაიგებს 


3

1 hour above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 675

4 მატჩი ერთ შეკრებაზე ძაან ბევრი იქნება ალბათ . . . 

პროსტა მწვრთნელებს მეტი მუშაობის საშუალება მიეცემათ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 ბუჩანანი 3
3 ლისო 3
4 იამალი 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (91)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)