რაული:„მთავარი მიზანი „რეალის“ მწვრთნელობაა“

რაულ გონსალეს ბლანკომ მიმდინარე მოვლენებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„არ ვნანობ არცერთ წელს, რომელიც კასტილიელთა სათავეში გავატარე. ეს იყო წარმატებით სავსე 6 წელი, სადაც არაერთ ფეხბურთელს გავუხსენი გზა, როგორც მთავარი გუნდისკენ,  ასევე სხვადასხვა ასპარეზზე. დღეს კანტერანოები თამაშობენ, როგორც ესპანეთის ლა ლიგაში, ასევე იტალიის ჩემპიონატში, ინგლისის პრემიერლიგასა და გერმანიის ბუნდესლიგაში. ვფიქრობ, ჩემი წვლილი შევიტანე აღმშენებლობაში, რომელიც წლების მანძილზე ხორციელდებოდა.“

„ახლა ველოდები ახალ გამოწვევას, მაქვს რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ მსურს, რომ ნაბიჯი ძალიან დაფიქრებულად გადავდგა და ვიმუშავო ისეთ გარემოში, რომელიც წარმატების საშუალებას მომცემს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

„რა თქმა უნდა, ჩემი მთავარი მიზანი „რეალის“ მწვრთნელობაა. ვიცი, რომ დადგება დღე, როდესაც ამას მოვახერხებ და სანტიაგო ბერნაბეუზე ხშირად მომიწევს გამოჩენა.“

„ძალიან ვამაყობ ნიკო ფასით, რაულ ასენსიოთი, გონსალო გარსიათი და სხვებით. „კასტილიას“ რიგებში არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ირიცხებოდა. ახლა ასენსიო და გონსალო მთავარ გუნდში თამაშობენ და მათ წარმატებას ვუსურვებ, ნიკო ფასმა კი მთელ იტალიას აჩვენა საკუთარი კლასი. ეჭვი არ მეპარება, არგენტინელი ფეხბურთელი „რეალში“ დაბრუნდება და კლუბის წარმატებისთვის იბრძოლებს.“


1

5 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 670

ლევერკუზენთან ვერ მორიგდა როგორც გავიგე. არდა გერმანიის თემა კაი ვარიანტი იყო ამისთვის.


2

2 hours above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 539

როგორც მწვრთნელი,მაგარი მკუანა ხარ რაულ და ნუ ბლატაობ თუ კაცი ხარ.

ჯერ კარგად ისწავლე მენეჯერობა და მერე შეიძლება ჩაგაბაროს კიდეც პერესმა მთავარი გუნდი.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 3
2 ბუჩანანი 3
3 ლისო 3
4 იამალი 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2025 (78)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)