მბაპე:„ნაკრებში კიდევ ბევრს გავიტან“

კილიან მბაპემ საფრანგეთის ნაკრების მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ანრის მაჩვენებლის გაუმჯობესება? ადრე თუ გვიან ეს მოხდებოდა (იცინის). ძალიან მოტივირებული ვარ და ზუსტად ვიცი, რომ ნაკრებში კიდევ ბევრს გავიტან.“

„ჩვენ გარკვეული პრობლემები გადავლახეთ და ახლა კარგ ფორმაში ვიმყოფებით.“

„„რეალი“? ახლა მადრიდში უნდა დავბრუნდე და მნიშვნელოვანი თამაშები ჩავატარო. ბერნაბეუზე ძალიან ბედნიერი ვარ, გუნდის გასახდელში აბსოლუტური ერთსულოვნებაა.“

„მშვიდი ადამიანი ვარ, მაგრამ ვერასდროს ავუნთებ მწვანე შუქს წარუმატებლობას. ყოველთვის ვიბრძვი იმისთვის, რომ საუკეთესო ფორმაში ვიყო, ბევრს ვმუშაობ და საკუთარ თავზე ვგრძნობ, როდის მაქვს საუკეთესო მომენტი. ახლა ძალიან კარგ ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობაში ვიმყოფები.“

„შესაძლოა ვინმე ფიქრობს, რომ „პსჟ“ არასწორ დროს დავტოვე, რადგან მათ ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, თუმცა მე ავიხდინე ბავშვობის ოცნება. „რეალის“ მაისურის მორგება ჩემთვის ყველაფერი იყო, სწორედ ამიტომ, ამ გადაწყვეტილებას არასდროს ვინანებ. ზუსტად ვიცი, რომ თეთრი მაისურით ჩემპიონთა ლიგას მალე მოვიგებ და ამ ყველაფერს „სიბელესზე“ მადრიდისტებთან ერთად ვიზეიმებ.“

„პარიზულ გრანდს წარმატებებს ვუსურვებ. მათ ლუის ენრიკეს სახით შესანიშნავი სპეციალისტი ჰყავთ.“

„ზიდანი ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელად? ის არის ერთადერთი ადამიანი ფრანგულ ფეხბურთში, ვისაც ყველგან ყველაფრის უფლება აქვს. ზინედინი გახლავთ აბსოლუტური ლეგენდა, თუ ის მოვა, მე რა თქმა უნდა, ბედნიერი ვიქნები.“

  • Madridista
  • 10 სექტემბერი 2025
  • 14 248
  • 11

1

10 სექტემბერი 2025 12:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 736

გეთანხმები, ზიზუ არის იმენა ლეგენდათაშორისი ლეგენდა, მითუმეტეს ფრანგულ ფეხბურთში.

2

10 სექტემბერი 2025 12:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 642

ჰოლანდს 45 მატჩი და 48 გოლი აქვს ნორვეგიაში თან

ავადმყოფიც აღარ ქვია ამას კარიერის ბოლოს მესიც და რონალდოც სანაკრებო გოლებში ჩამოტოვებული ეყოლება

3

10 სექტემბერი 2025 13:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 208

მესიმ ისე აქო მასტანტუონო და ყველა ისე ადიდებს, ალბათ რაღაც საოცარი ნიჭი მართლაც აქვს. მე ჯერ განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ და იმედია რომ ვცდები. 

4

10 სექტემბერი 2025 13:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 337
10 სექტემბერი 2025 13:16, Luca_Modric says:

მესიმ ისე აქო მასტანტუონო და ყველა ისე ადიდებს, ალბათ რაღაც საოცარი ნიჭი მართლაც აქვს. მე ჯერ განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ და იმედია რომ ვცდები. 

დღეს გამთენიოსაც ითამაშა, შეცვლაზე შემოვიდა შეცდომები ქონდა. 10 ნომერი გადაიბარა, მგონი ძაან იჩქარა მეორე ოფიციალურ თამაში ჩაატარა თავი შეეკავებინა უკეთესი მგონია.

თუ გაამართლებს ქვეყანა და გუნდი მოითხოვდა მოერგო 10 ნომერი. ბევრს კიმოძრაობს სადაც ბურთია იქუნდა ყოფნა, მაგრამ სწორი გადაწყვეტილებები უჭირს. ასაკის მიხედვით იამალი რაოდენ ტაქტიკურადაც განვითარებულია უფრო დავინახე სხვაობა.

5

10 სექტემბერი 2025 14:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 208

იამალი თავისი ასაკისთვის საოცარ ფეხბურთს თამაშობს უბრალოდ ძალიან ხეპრე და რაღაცნაური ტიპაჟია არავის რომ არ ევასება პიროვნულად. მაგის ასაკში მესი მორცხვი შრომისმოყვარე პატარა ბიჭი იყო, ყველასგან რაღაცას სწავლობდა და ეს გოლს გაიტანს და უკვე გვირგვინი დამადგითო. ხალხი რონალდუს აკრიტიკებდა ამაყი და ეგოისტიაო და ეს ლაწირაკი იანალი რა დღეშია, ჯერ არაფრისთვის მიუღწევია და თავი პელე ჰგონია უკვე. ეგ არის ერთადერთი მიზეზი რამაც შეიძლება მისი ტალანტი ჩააქროს

6

10 სექტემბერი 2025 15:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 160
10 სექტემბერი 2025 14:14, Luca_Modric says:

იამალს რას ერჩი, გუნდში ვინისიუსი გყავს, დაფიქრდი რო ლაპარაკობ, ნუ არცხვენ რეალს.

7

10 სექტემბერი 2025 15:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 337
10 სექტემბერი 2025 14:14, Luca_Modric says:

მაგის ასაკში მესი მორცხვი შრომისმოყვარე პატარა ბიჭი იყო, ყველასგან რაღაცას სწავლობდა და ეს გოლს გაიტანს და უკვე გვირგვინი დამადგითო. 

გვირგვინის ნაცვლად იმ მაკარონიან თმებზე ღამის ქოთანი არ შერჩეს.  გადახედე ბრაზილიელებს და მათ ტალანტებს, არნახული ნიჭი ქონდათ ჩემთვის პირადად საუკეთსო ტალანტები, ითამაშეს მაღალ დონეზე 5-6 სეზონი და წავიდნენ ფსკერზე დაბლა. 

ნეიმარი რასაც 17-18 წლისა აკეთებდა, უბანში ვერგააბითურებ ბავშვებს მასე, თუნდაც ბარსაში ყოფნისას რასაც ვინიციუსი წვალობს ახლა ტიპი თვალს როარუნახავს ისეთ ფინტებს აკეთებდა და გამოსდიოდა, ან რონალდინიო ჩვეულებრივი სამბას მოწეკვავე იყო მაგის გოლი ჩელსისთან ცეკვით, როვნახულობ ყოველჯერზე სულ მეთქი ასეთ თამაშში ასეთ მცველებთან ასეთი თავისუფლება როგორ? ან რონალდო R9 ბევრი ასახელებს რომარა ტრამვები ისტორიაში საუკეთესო იყოო და ტყუილად ამბობენ? ტიპი რამდენსაც გაცდებოდა მცველებს და გავიდოდა მეკარესთან კიარ ურტყამდა იმასაც ზედ ატყუებდა და ცარიელ კარში აგორებდა, კიდე ძაან ბევრის ჩამოთვლა შეიძლება.

 მაგიტოა მესი და რონალდო ყველაზე მაღლა, რომ სტაბილურობა და ხარისხი დიდხანს შეინახეს, მიუხედავად მიღწევებისა ტიტულებისა და ავტორიტეტისა მათ ხარისხი 15 წელი ერთდონეზე იყო.

8

10 სექტემბერი 2025 15:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 288
10 სექტემბერი 2025 12:34, KingLeo10m says:

ჰოლანდს 45 მატჩი და 48 გოლი აქვს ნორვეგიაში თან

ავადმყოფიც აღარ ქვია ამას კარიერის ბოლოს მესიც და რონალდოც სანაკრებო გოლებში ჩამოტოვებული ეყოლება

მაგრად შეცდა პერესი როცა ჰალანდი არ იყიდა, არა და სულ თავისუფლად შეეძლო, ჰალანდის სურვილიც იყო რეალში გადასვლა, სულ ერთხელ დაარღვია თავის პრინციპი ბაბუმ ფეხბურთელი დააყენა კლუბზე წინ და ამის გამო დარწმუნებული ვარ მაგრად ნანობს. 

9

10 სექტემბერი 2025 17:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 645
10 სექტემბერი 2025 12:34, KingLeo10m says:

ჰოლანდს 45 მატჩი და 48 გოლი აქვს ნორვეგიაში თან

ოფიც აღარ ქვია ამას კარიერის ბოლოს მესიც და რონალდოც სანაკრებო გოლებში ჩამოტოვებული ეყოლება

ნორვეგიაში სამი მაგდენი უნდა გაეტანა.არ ვამბობ,რომ მაგარი არ არის,მაგრამ სანამ რეალში არ გადმოვა,მაგრად მკიდია. 

10

10 სექტემბერი 2025 19:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 642
10 სექტემბერი 2025 17:56, zizu2020 says:
10 სექტემბერი 2025 12:34, KingLeo10m says:

ჰოლანდს 45 მატჩი და 48 გოლი აქვს ნორვეგიაში თან

ოფიც აღარ ქვია ამას კარიერის ბოლოს მესიც და რონალდოც სანაკრებო გოლებში ჩამოტოვებული ეყოლება

ნორვეგიაში სამი მაგდენი უნდა გაეტანა.არ ვამბობ,რომ მაგარი არ არის,მაგრამ სანამ რეალში არ გადმოვა,მაგრად მკიდია. 

თუ პირიქით, უფრო ცოტა უნდა გაეტანა?რაც უფრო ძლიერ გუნდში ხარ მეტი არაა შანსი გატანის???

11

10 სექტემბერი 2025 23:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 112

ჩემი აზრით მოლდოვას რო ხუთი გოლი გაუტანა დიდს არაფერს ნიშნავს ისედაც სიტიშიც ისეთი ვეღარ არი და საერთოდ მე არ მომწონ ჰოლანდის ნაირი თავდამსხმელი ყველა თავის გემოვნება აქვს

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (36)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)