საფრანგეთმა კვლავ იმარჯვა, მბაპე ფრენას განაგრძობს

საფრანგეთის ნაკრებმა სექტემბრის შეკრება დაასრულა. დიდიე დეშამის გუნდმა 2-იდან 2 მატჩი მოიგო და 6 ქულა აიღო.

კილიან მბაპემ მოედანზე 90 წუთი გაატარა და საკმაოდ ნაყოფიერიც იყო. „რეალის“ წინახაზელმა 1 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო. აღსანიშნავია, რომ ეს გოლი ისტორიული გამოდგა, ვინაიდან რიგით 52-ე იყო და ამ მაჩვენებლით მბაპემ ტიერი ანრის 51 გოლიანი შედეგი გააუმჯობესა.

რაც შეეხება ორელიან ჩუამენის, მადრიდელმა ნახევარმცველმა მოედანზე 1 საათზე ცოტა მეტი გაატარა.

საბოლოო ჯამში „მამლებმა“ ისლანდიელები 2-1 დაამარცხეს და ჯგუფშიც პირველ პოზიციაზე იმყოფებიან.

მბაპე მადრიდში დღეს დაბრუნდება, ხვალიდან კი ჩაბი ალონსოს დავალებების შესრულებას დაიწყებს.

  • Madridista
  • 10 სექტემბერი 2025
  • 1 851
  • 3

1

10 სექტემბერი 2025 11:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 25

ჩუამენი გააგდეს უხეშობის გამო...


2

10 სექტემბერი 2025 11:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 579

მერე რომ გეტყვით ვინმე საყვედურს გამოხტებიან აქ სახალხო დამცველები,არადა გაძევება როგორ უნდა შეგეშალოს შეცვლაში? თუ მაგრად არ გახატია რას წერ და სად წერ. 


3

10 სექტემბერი 2025 23:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 112

კი იხეშობის გამო გააძევეს მაგრამ ამ ორ შეხვედრაში შეუდარებელი იყო წითელი რომ არა ორი საგოლე პასი გაუკეთა კილიანს ერთი გაიტანა უკრაინასთან და მეორე თამაშში ისე მბაპეს გაუკეთა პასი ერთი ერთზე გაიყვანა მაგრამ მბაპემ ბარკოლას გაატანინა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (36)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)