პეპე კლუბის დატოვებაზე ფიქრობს

ესპანური ჟურნალ-გაზეთები უკვე კარგა ხანია წერენ, რომ პორტუგალიელი პეპე უკმაყოფილიო თავისი გასამრჯელოთი.

კულუარებიდან გავრცელებული ინფორმაციით, პეპიტო "რეალის" ხელმძღვანელობას ხელფასის გარზდასა და კონტრაქტის გახანგრძლივებას სთხოვს.შეგახსენებთ, რომ ცენტრალურ მცველს სამეფო კლუბთან 2012 წლამდე აკავშირებს ხელშეკრულება.ასევე საინტერესოა, რომ ფეხბურთელი "ბლანკოსში" ერთ-ერთ ყველაზე დაბალანაზღაურებად მოთამაშეთ ითვლება, რამეთუ მისი ხელფასი მხოლოდ 1.8 მილიონს შეადგენს წელიწადში.

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წევრის სურვილია, რომ მადრიდთან მომავალი 2015 წლამდე დააკავშიროს და წელიწადში 5 მილიონი აიღოს.სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, შარშან დეკემბერში იმართებოდა მოლაპარაკებები პეპესა და კლუბს შორის, თუმცა ტრავმის მიღების შემდეგ, მრგვალ მაგიდასთან შეხვედრები ჩიხში შევიდა.

მოკლედ, როგორც "ას"-ი გვატყობინებს, იმ შემთხვევაში თუ, "რეალი" არ იქნება თანახმა ფეხბურთელის პირობების დაკმაყოფილებისა, პეპე 2012 წლის ივნისში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს "თეთრების" შემადგენლობას.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)