სამეფო კლუბი ადამ უორტონის გარემოცვას შეხვდება

ესპანური გამოცემების ცნობით, იანვარში მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა „კრისტალ პალასის“ ნახევარდაცვის ლიდერის, ადამ უორტონის გარემოცვას შეხვდება.

ახალგაზრდა მოთამაშე კვირიდან კვირამდე პროგრესირებს და ყველას აჩვენებს, რომ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთის ჩვენება შეუძლია.

ადამზე პრეტენზია „რეალის“ გარდა მანჩესტერ „იუნაიტედმა“, „იუვენტუსმა“ და ლონდონის „ჩელსიმ“ გამოაცხადეს.

„რეალს“ სურს, რომ მოვლენებს სრულად აკონტროლებდეს, სწორედ ამიტომ, ახალი წლიდან ამ ტრანსფერზე სერიოზულ მუშაობას დაიწყებს.

„კრისტალ პალასს“ ინგლისელის სანაცვლოდ კოლოსალური თანხის მიღება აქვს მიზნად დასახული, პერესი კი მიიჩნევს, რომ ფეხბურთელის ტრანსფერი 50-იდან 60 მილიონ ევრომდე უნდა დაჯდეს.

მოქმედი კონტრაქტი, რომელიც ნახევარმცველს „კრისტალ პალასთან“ აკავშირებს, 2029 წლამდეა ძალაში.

  • Madridista
  • 9 სექტემბერი 2025
  • 620
  • 2

1

9 სექტემბერი 2025 11:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 736

ცუდი ბიჭი არ არის, მაგრამ რამდენად გაიხსნება სრულად არავინ იცის. მე უფრო შემდგარ ნახევარმცველზე გავაკეთებდი აქცენტს რა


2

10 სექტემბერი 2025 08:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 193

მებრძოლი მუშა ბიჭია, მარა შემოქმედებითი გვინდა ვინმე და ბურთის მაგარი დამჭერი. პედრი ბარელა ასეთი სტილის. ვინც ჩუამენის შეუწყვილდება და დაახლოებით ლივერპულის მსგავსი ნახ დაცვა გვეყოლება გრავენბეხი მაკალისტერი რო ყავს. ჩუამენი გვყავს და მეორე მაკალისტერის სტილის არავინ ჩვენ. ნუ არდას ტრანსფორმაცია მიდის ახლა მარა ან გამოვა ან არა. თუ გამოვა აღარ იქნება საჭიროც 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (36)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)