„რეალი“ ვარჯიშს დაუბრუნდა
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა ოთხდღიანი შესვენების შემდეგ ვარჯიში განაახლეს.
დღის მეორე ნახევარში ჩაბი ალონსომ გუნდი შეკრიბა და ლა ლიგის მე-4 ტურისთვის მზადება დაიწყო.
სესიაზე გამოძახებული იყო რამდენიმე კენტარანოც.
ედუარდო კამავინგა და ჯუდ ბელინგემი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ, თუმცა გარკვეული დავალებები გუნდთან ერთად შეასრულეს. ფრანგი მალე დაბრუნდება, ბელინგემის მინდორზე გასვლა კი ჯერ შორი პერსპექტივაა.
ენდრიკ ფელიპეს და ფერლან მენდის აღდგენითი პროცესი კვლავ გრძელდება.
ჩაბიმ ვარჯიშზე დიდი ყურადღება დაუთმო ტაქტიკურ მონახაზებს, პრესინგს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს და კარში დარტყმებს.
ხვალ გუნდს ნაკრებიდან დაბრუნებული რამდენიმე მოთამაშე შეუერთდება.
- გუშინ, 22:44
- 86
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.