კანალესი და გაგო ბრუნდებიან
მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიომ "რეალის" ვარჯიშები დახურულ კარს მიღამ ჩაატარა, ჟურნალისტებმა მაინც მოიპოვეს ინფორმაცია, შემადგენლობაში არსებულ სიტუაციაზე.
გაზეთი "ას"-ი წერს, რომ ფერნანდო გაგო, რომელიც 24 აგვისტოს შემდეგ უქმობს, ვარჯიშს დაუბრუნდა.ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა თამაშს არგენტინელი საყრდენი "დეპორტის" წინააღმდეგ.ამავე გამოცემის ცნობით, ლაზარეთიდან კანალესიც გამოწერეს.ამ უკანასკნელმა 3 კვირის წინ, ვარჯიშზე მიიღო დაზიანება.
ჯერჯერობით უცნობია რაულ ალბიოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა.ვალენსიელმა მცველმა ვარჯიში 10 დღის წინ დაიწყო, თუმცა ამ პერიოდი განმავლობაში, არც ჟოზე განაცხადში მომხდარა და არც ვისენტე დელ ბოსკეს.
- 2 ოქტომბერი 2010
- 1 393
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.