მბაპე:„კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ჩემი გადაწყვეტილება არ არის“

კილიან მბაპემ საფრანგეთის ნაკრებში მორიგი ინტერვიუ ჩაწერა.

„არ ვიცი, ვინ რას ელის ჩემგან. თუ მაქებენ კარგია, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორად ვმუშაობ, თუმცა მთავარი ის არის, მე რას ველი საკუთარი თავისგან.“

„10 ნომერი? კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ჩემი გადაწყვეტილება არ არის. გუნდმა დამირეკა და მითხრა, რომ „9“-იანი აღარ ვიქნებოდი და ლუკა მოდრიჩის 10 ნომერს ჩავიცვამდი. მე მხოლოდ დავაფიქსირე, რომ კარგი იდეა იყო.“

„9 ნომერში თავს კომფორტულად ვგრძნობდი და არაერთი გოლიც გავიტანე. არ ვთვლი, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა უნდა მივანიჭო.“

„სანაკრებო მატჩების შემდეგ, „რეალში“ ინტენსიური კალენდარი მაქვს და მაქსიმალურად ვეცდები, გუნდს დავეხმარო.“

  • Madridista
  • 8 სექტემბერი 2025
  • 2 910
  • 4

1

8 სექტემბერი 2025 12:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 204

თუ ეგრეა, გიულერისთვის უნდა მიეცათ ათიანი ან ფრანკოსთვის.


2

8 სექტემბერი 2025 13:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 736

გიულერისთვის ნაღდად არ უნდა მიეცათ და მითუმეტეს მასტანტუონოსთვის, რომელიც 2 დღეა მოვიდა.


10 ნომერს თავისი დატვირთვა აქვს და სწორედ მისცეს მბაპეს. გარდა ამისა მარკეტინგული თვალსაზრისითაც სწორი იყო. ხელახლა გაყიდეს ამდენი მაისური


3

8 სექტემბერი 2025 13:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 110
8 სექტემბერი 2025 13:03, Batumski says:

გიულერისთვის ნაღდად არ უნდა მიეცათ და მითუმეტეს მასტანტუონოსთვის, რომელიც 2 დღეა მოვიდა.


10 ნომერს თავისი დატვირთვა აქვს და სწორედ მისცეს მბაპეს. გარდა ამისა მარკეტინგული თვალსაზრისითაც სწორი იყო. ხელახლა გაყიდეს ამდენი მაისური

საქმეც ეგაა აქედანაც ფული იშივეს 

ისე კი ნამდვილი 10 ნომრიანი მაისური არდას აქვს თავად ლუკიტამ გადასცა სანამ წავიდოდა თუ გაქვს ნანახი ეგ კადრი გაიხსენებ 

მეორეც ის რომ არდას გადაბირება ძალიან ბევრ კლუბს უნდოდა ეხა ინტრრი და ბარსელონა მახსენდება მარა ბევრი იყვნენ რა მაგრამ რეალში იმიტომ წამოვიდა რომ თავად მოდრიჩმა დაურეკა და დაპირდა რომ ჩემი შემცვლელი იქნებიო 

ამიტოა რომ სიტყვის წინ ფული არ უნდა დამდგარიყო 


4

9 სექტემბერი 2025 12:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 112

ჩემი აზრით 10 ნომერს დამსახურება და შესაბამისი პოტენციალი უნდა გწონდეს არც არდას და არც მასტანტუონოს არ ეკუთვნით მბაპე კი ნაკრებშიც ამ ნომერს ატარებს და საკმაოდ ეფექტურად ბოლო ბოლო მსოფლიო ჩემპიონია არდა ჯერ გაურკვევლობაშია პირველი სეზონია რაც ძირითადით იწყებს ესეც სხვა გამოსავალი არ ჩანს 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (36)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)