ჰაუსენის ესპანეთმა გიულერის თურქეთს გადაუარა

ესპანეთის ნაკრებმა თურქეთში ძალიან მარტივად გაიმარჯვა.

რაც არ უნდა საკვირველად ჟღერდეს, თურქებმა საშინაო არენაზე 0-6 დათმეს ლუის დე ლა ფუენტეს გუნდთან.

ჰაუსენი სასტარტო შემადგენლობაში იყო, დანიელ კარვახალს კი სათამაშო წუთები არ მიუღია, ვინაიდან მარჯვენა ფლანგს პედრო პორო ამაგრებდა.

ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრებს „ფურია როხას“ წინააღმდეგ 2 ურთულესი შეხვედრის გამართვა მოუწევს, ვინაიდან მოქმედი ჩემპიონები საოცარ ფორმაში არიან.

მე-2 ტურის შემდეგ ესპანეთს 6 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება, მეორე და მესამე ადგილს საქართველოს და თურქეთის ნაკრები იყოფენ 3-3 ქულით, მეოთხე პოზიციაზე კი ბულგარეთის ნაკრებია, რომელსაც 2-დან 2 წაგება აქვს.

დინ ჰაუსენი, დანი კარვახალი და არდა გიულერი დღეს მადრიდში დაბრნუნდებიან.

  • Madridista
  • 8 სექტემბერი 2025
  • 1 032
  • 6

1

8 სექტემბერი 2025 11:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 736

ეს რა უქნეს მართლა რა იყოო


2

8 სექტემბერი 2025 11:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 285

იმედია დაგვინდობენ

-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

3

8 სექტემბერი 2025 11:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 736

ჯერ კიდევ როდის იძახდა ვისენტე დელ ბოსკე, რომ დე ლა ფუენტეზე უნდა შეეჩერებინა აქცენტირ რეალს.  ფაქტია პროსტა რომ მაგარი ტრენერია, ფეხბურთელებიც ყავს, მაგრამ ამ ფეხბურთელებს ხო სჭირდება მართვა და ტაქტიკური მოხოდვა


4

8 სექტემბერი 2025 13:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 111

მე არ მომეწონა ამის თამაში, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. რამდენი პასი სცადა მეორე ფლანგზე ბურთის გადაყვანა იმდენი კატასტროფა იყო. ერთი ორჯერ ვერ მისწვდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც ჩაუჭრეს. ასე აპირებს აქ დაცვაში თამაშს? კანონია მცველისთვის პასის გაკეთება მოედნის გასწვრივ ძალიან სახიფათოა დავიჯერო ამისთვის არ უსწავლებიათ.


5

8 სექტემბერი 2025 14:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 285
8 სექტემბერი 2025 13:25, nodo 54 says:

მე არ მომეწონა ამის თამაში, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. რამდენი პასი სცადა მეორე ფლანგზე ბურთის გადაყვანა იმდენი კატასტროფა იყო. ერთი ორჯერ ვერ მისწვდნენ, მაგრამ ბოლოს მაინც ჩაუჭრეს. ასე აპირებს აქ დაცვაში თამაშს? კანონია მცველისთვის პასის გაკეთება მოედნის გასწვრივ ძალიან სახიფათოა დავიჯერო ამისთვის არ უსწავლებიათ.

კი ქონდა რამოდენიმე შეცდომა პასის დროს მაგრამ არაიშავს 20 წლისაა ჯერ.

-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

6

9 სექტემბერი 2025 12:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 112

ჩვენი ნაკრებისთვის წალიან კარგი იყო იმიტომ რომ ბურთები ითვლება ერთნაირი ქულების შემთხვევაში თურქებმა კი რაღაც ძალიან გააბრაზეს ესპანელები ჩვენ არ მგონია ასე რომ გვეთამაშონ უბრალოდ არაფერში არ ჭირდება და ეს ხომ გერმანიის ნაკრები არარი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (36)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)