მასტანტუონო:„კონკრეტულ მიზნებს არასდროს ვისახავ“

ფრანკო მასტანტუონო არგენტინის ნაკრებთან ერთად ვარჯიშს განაგრძობს. „რეალის“ ფეხბურთელმა ჟურნალისტთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„როგორ კლუბი, ასევე ნაკრები ჩემთვის ძალიან  ბევრს ნიშნავს. ახალი გამოწვევა მივიღე და ვიცი, რომ ბევრი მუშაობა მომიწევს. კონკრეტულ მიზნებს არასდროს ვისახავ. არასდროს ვეუბნები ჩემ თავს რომ ამდენი გოლი ან საგოლე გადაცემა უკვე გავაკეთო. ვცდილობ, ყოველთვის ვიყო მაქსიმალურად პროდუქტიული.“

„„რეალში“ პირველი სეზონი ვერ იქნება ისეთივე ეფექტური, როგორც მესამე, ამას ვითავისებ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ მადრიდელი ქომაგების დიდი სიყვარული მოვიპოვო.“

„„ბლანკოსი“ ჩემი ოცნების კლუბია, მომეცა ისტორიული შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენო.“

„არგენტინაში არაერთი გამოცდილი ვარსკვლავი თამაშობდა, რომელიც კარგად იცნობს „რეალს“. დი მარის ბევრი ვესაუბრე, ისევე როგორც გონსალო იგუაინს, ვალტერ სამუელს და სხვებს.“

„სანაკრებო შეკრების შემდეგ საკლუბო დონეზე ძალიან ინტენსიური კალენდარი გვაქვს. ვფიქრობ, მიყოლებით მატჩები დამეხმარება იმაში, რომ საკუთარი თავი კიდევ უფრო კარგად შევიგრძნო და განვავითარო.“

  • Madridista
  • 6 სექტემბერი 2025
  • 893
  • 5

1

6 სექტემბერი 2025 13:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 736

მე მაგრად მჯერა ამ ბიჭის. 2 დღეა გადმოვიდა, გამბედაობა აქვს, ტექნიკა აქვს. ამდენი წელია ვოცნებობ, რომ მარჯევნა ფლანგიდან ცაციამ შეუტიოს და როგორც იქნა მოხდა ასეც.

2

6 სექტემბერი 2025 14:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 337
6 სექტემბერი 2025 13:40, Batumski says:

მე მაგრად მჯერა ამ ბიჭის. 2 დღეა გადმოვიდა, გამბედაობა აქვს, ტექნიკა აქვს. ამდენი წელია ვოცნებობ, რომ მარჯევნა ფლანგიდან ცაციამ შეუტიოს და როგორც იქნა მოხდა ასეც.

რაც იკვეთება ამბიჭის მთავარი ნიჭი, მჭიდრო დისტანციებში კომბინაციურ თუ თავის ინდივიდუალურად გართმევის პოტენციალი კარგიაქვს, რასაც ვერვიტყვით ერთიერთზე თამაშში და სპრინტში რაც ვინგერს ჭირდება. 

იმედია განვითარებას განაგრძობს და გაიხსნება ბოლომდე, ალონსოს სტილში უნდა შეძლოს წესით, თუარადა იქნება მორიგი ექს ტალანტი

3

6 სექტემბერი 2025 15:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 736
6 სექტემბერი 2025 14:36, Kavkaz says:

გეთანხმები, მაგრამ 18 წლისაა ეს კაცი, ვაცადოთ და ვნახოთ რა გამოვა. ძალიან კარგი საფეხბურთო ინტელექტი რომ აქვს ფაქტია რა

4

6 სექტემბერი 2025 15:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 239
6 სექტემბერი 2025 15:04, Batumski says:
6 სექტემბერი 2025 14:36, Kavkaz says:
6 სექტემბერი 2025 13:40, Batumski says:

მე მაგრად მჯერა ამ ბიჭის. 2 დღეა გადმოვიდა, გამბედაობა აქვს, ტექნიკა აქვს. ამდენი წელია ვოცნებობ, რომ მარჯევნა ფლანგიდან ცაციამ შეუტიოს და როგორც იქნა მოხდა ასეც.

რაც იკვეთება ამბიჭის მთავარი ნიჭი, მჭიდრო დისტანციებში კომბინაციურ თუ თავის ინდივიდუალურად გართმევის პოტენციალი კარგიაქვს, რასაც ვერვიტყვით ერთიერთზე თამაშში და სპრინტში რაც ვინგერს ჭირდება. 

იმედია განვითარებას განაგრძობს და გაიხსნება ბოლომდე, ალონსოს სტილში უნდა შეძლოს წესით, თუარადა იქნება მორიგი ექს ტალანტი

გეთანხმები, მაგრამ 18 წლისაა ეს კაცი, ვაცადოთ და ვნახოთ რა გამოვა. ძალიან კარგი საფეხბურთო ინტელექტი რომ აქვს ფაქტია რა

მეც გეთანხმებით ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ მომავლისთვის შეიძლება ერთ ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მოისაზრებოდეს და ისიც შეილება რომ ჩავარდნილი ტრანსფერი გამოვიდეს ყველაფერს დრო გვიჩვენებს 

5

9 სექტემბერი 2025 12:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 112

ნიკო ფაზი იმედია დაგვიბრუნდება და მასაც ძალიან კარვად შეუძლია იმ პოზიციაზე თამაში სადაც ფრანკოს ათამაშებს და მეტი გამოცდილება დაუგროვდა მე ვფიქრობ ნიკოს სასტავში და ფრანკო კი იჯარის წესით ერთი წლით სკამზე ჯდომას როგორც ნიკომ გააკეთა ჯობია

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (36)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)