ტრენტი:„ყველაზე მეტად „რეალში“ ამ ფეხბურთელმა გამაოცა“
ტრენტ ალექსანდერ არნოლდმა ჟურნალისტებთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.
„მადრიდის „რეალში“ გადმოსვლით დიდი გამოწვევა მივიღე. როგორც იცით, „ლივერპული“ ჩემი სახლია, ამ კლუბს მთელი ცხოვრება დავუთმე, თუმცა მივხვდი, რომ ახალი გამოწვევა მჭირდებოდა.“
„„რეალის“ მაისურის ტარება ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მე ამას პირველივე დღეებში მივხვდი. აქ საქმეს სერიოზულად უნდა მიუდგე და იცოდე, რომ სტანდარტები ძალიან მაღალია.“
„ჩემს გამადრიდელებაში ჯუდ ბელინგემს დიდი როლი აქვს ნათამაშები, ინგლისელი ფეხბურთელი „ბლანკოსზე“ ხშირად მესაუბრება და მიხსნიდა სიტუაციას, რომელიც აქ იყო.“
„როდესაც ბერნაბეუზე თამაშობ, გიჩნდება სურვილი, რომ აქ კლუბისთვის ყველაფერი გაიღო. აქ მართლაც არის გარკვეული საიდუმლო, რომელიც ამოუხსნელია.“
„„ლივერპულს“ უნდოდა, რომ მე „ენფილდზე“ დავრჩენილიყავი. ეს იყო სრულიად ჩემი გადაწყვეტილება, რომელმაც ინგლისურმა კლუბმა პატივი სცა. მივიჩნევდი, რომ ახალი გამოწვევის მიღება კარიერულ ზრდაში დამეხმარებოდა.“
„პერსონალურ ტრანსფორმაციაზეც ბევრს ვმუშაობ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. ლა ლიგა პრემიერლისგან განსხვავდება. აქ სრულიად სხვა სპეციფიკაა, რომელსაც უნდა მოვერგოთ.“
„ტრანსფერები? ყველაზე მეტად დინ ჰაუსენმა გამაოცა. არ ვიცი, სად მიიღო ამხელა გამოცდილება ესპანელმა ფეხბუთელმა, ის ვარჯიშებზეც ისეთ რჩევებს იძლევა, თითქოს 20 წელია „რეალში“ თამაშობს.“
„ფანების მიდგომები? „ენფილდზე“ ყოველთვის დიდ სიყვარულს ვგრძნობდი, ბრიტანელ ქომაგებში ნამდვილად იგრძნობოდა დიდი მუხტი. მადრიდული ქომაგების არმია ბერნაბეუზე საოცარ შოუებს დგამს, მაგრამ ჯერ ეს მხოლოდ სტარტია. არაერთი მატჩი მინახავს, სადაც ბერნაბეუს მაგია მუშაობდა და ამას ჩვენ მომავალში ყველა ერთად ვიხილავთ.“
„მაისურზე მხოლოდ „ტრენტი“ დავიწერე, არ მსურდა ტრენტ ალექსანდერ არნოლდი დამეწერა, რადგან უბრალოდ ტრენტი ვარ.“
- 4 სექტემბერი 2025
- 2 113
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.