გონსალო:„სამი ოცნება მაქვს“
გონსალო გარსიამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ჩაბი ალონსომ ჩემს კარიერაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. მან წამიყვანა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე და მენდო, რამაც თვითრწმენა გამიჩინა.“
„მთავარი მწვრთნელი ყოველთვის ცდილობს, რომ სიმშვიდე შემანარჩუნებინოს, ეს არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი.“
„სამი ოცნება მაქვს, მადრიდულ გრანდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება, ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე გამგზავრება და ბერნაბეუზე წლების მანძილზე დარჩენა.“
„სრულად ვითავისებ კონკურენციას, რომელიც „რეალში“ არსებობს. მსოფლიოს საუკეთესო გუნდის რიგებში ვირიცხები და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.“
„კრიშტიანო რონალდუ ჩემი იდეალია. არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს ფეხბურთელმა იმისთვის, რომ პორტუგალიელის დონემდე მივიდეს, ის ყოველთვის ყველასგან გამორჩეული იყო.“
- 4 სექტემბერი 2025
- 786
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.