ჰაუსენი:„„რეალი“ ოცნების ახდენაა, რამოსი ყოველთვის მაძლევს მოტივაციას“
დინ ჰაუსენმა ესპანეთის ნაკრებში ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ესპანეთი თუ ნიდერლანდები? ეს თემა დიდი ხანია დაიხურა. კარგად ვგრძნობს თავს იქ, სადაც ვარ და ვაგრძელებ პროგრესს. ყველაფერს ვიღონებ „ფურია როხას“ წარმატებისთვის.“
„ლამინე იამალს ნაკრებში წარმატებას ვუსურვებ, საკლუბო დონეზე კი მთავარი მეტოქეები ვიქნებით. იამალი ნამდვილად მაღალი დონის პროფესიონალია.“
„როდესაც „რეალმა“ „ლა დესიმა“ მოიგო, 9 წლის ვიყავი და ფინალურ დაპირისპირებას ოჯახის წევრებთან ერთად ვუყურებდი. სერხიო რამოსი ყოველთვის ჩემი ინსპირაციის წყარო იყო.“
„კრიტიკას ყოველთვის ვიღებ, მაგრამ 1 წამითაც არ ვისმენ მოსაზრებებს, რომლის ადრესატიც მე არ ვარ. ასევე მიუღებელია უსაფუძვლო კრიტიკა.“
„ხალხმა არ იცის, მარცხენა ფეხს ვიყენებ თუ მარჯვენას, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ერთ ფეხს გამოვიყენებ, ზოგიერთში მეორეს. ეს ჩემთვის დიდი კომფორტია.“
„გრძელ პასებზე ბავშვობიდან ვმუშაობ, ამ კომპონენტის დახვეწაზე დიდი ენერგია მაქვს დახარჯული.“
„ეს ჩემთვის ახალი სეზონია ახალი გარემოთი. მინდა, რომ „რეალთან“ ერთად დიდ წარმატებას მივაღწიოს, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატზე წავიდე და ესპანეთის ნაკრების გამარჯვებაში წვლილი შევიტანო.“
- 3 სექტემბერი 2025
- 848
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.